14 წლის მოზარდმა საკუთარი ოჯახის წევრების მკვლელობა აღიარა

11:54 09-04-2019
10829

14 წლის მოზარდს, აღიარებითი ჩვენების შემდეგ, 5 ადამიანის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს. პოლიციამ ამის შესახებ გუშინ განაცხადა.

საუბარია აშშ-ში, ალაბამას შტატში მცხოვრებ 14 წლის ბიჭზე, რომელმაც მამამისი - 38 წლის ჯონ სისკი, დედინაცვალი - 35 წლის მერი სისკი, გერები - 6 წლის ძმა, 5 წლის და და 6 თვის ძმა მოკლა.

ლაიმსტოუნის ოლქის გამომძიებლებს მკვლელობის მოტივი ჯერ უცნობია. მოზარდმა ოჯახის წევრები ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. შერიფის ოფისის ინფორმაციით, 14 წლის ბიჭი გამომძიებლებს იარაღის პოვნაში დაეხმარა.

სროლა 14 წლის ბიჭის მშობლების სახლში, ორშაბათს ღამის 12-ის ნახევარზე მოხდა. მოზარდმა პოლიციაში დაახლოებით ამ დროს დარეკა და განაცხადა, რომ სროლის ხმა გაიგო და თავად სარდაფში იმალებოდა.

მოზარდმა მხოლოდ დაკითხვის შემდეგ აღიარა, რომ თავად ესროლა ოჯახის წევრებს. იგი ამჟამად არასრულწლოვანთა დაწესებულებაში ჰყავთ გადაყვანილი.

ჯერ-ჯერობით უცნობია თუ რამდენწლიანი პატიმრობა ემუქრება მოზარდს.

ავტორი: მარიამ გიგანი