დაუყონებლივ მოახდინონ რევოლუცია - შალვა რამიშვილის სამი რჩევა ოპოზიციას

17:29 09-03-2019
1820

ჟურნალისტი შალვა რამიშვილი ოპოზიციას რჩევას აძლევს, რომ შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი მოძებნონ და სოციალურ ქსელში წერს:

„სულ სამი გამოსავალი აქვთ ოპოებს (მე თვითონებს, თაკოებს, მაჭუებს, ევრონაცებს და მისთ უმცირესობებს):

1. გავიდნენ კონსტიტუციის ფარგლებიდან და დაუყონებლივ მოახდინონ რევოლუცია (მიშა ამისკენ მოუწოდებს)

2. არ დაამტკიცებინონ პარლამეტს გახარია მაგრამ დარჩნენ კონსტიტუციის ფარგლებში, რითაც გამოიწვევენ ვადამდელი საპარლამეტო არჩევნების დანიშვნას (მათთვისვეა ძალიან ცუდი).

3. იხმაურონ მაგრამ შეეგუონ რომ გახარია გახდება პრემიერი.

რას აპირებენ თავად ვერ ამბობენ და ამიტომ რაღაც ბრტყელი ლოზუნგებით იფარგლებიან“, - წერს რამიშვილი.