წნელისთან პოლიციის ბლოკ-პოსტს დე ფაქტო ცხინვალიც განათავსებს - ბიბილოვი

17:44 08-30-2019
296

სოფელ წნელისთან პოლიციის ბლოკ-პოსტს ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებაც განათავსებს. განცხადება ამის შესახებ ე.წ. პრეზიდენტმა ბიბილოვმა გააკეთა.

„სამხრეთ ოსეთის პოზიცია უცვლელი რჩება - ქართულმა მხარემ უნდა აიღოს თავისი პოსტი. ტექნიკური შეხვედრა დამთავრდა, საერთო აზრამდე ჯერ ვერ მივედით. მოლაპარაკებები უახლოეს დღეებში გაგრძელდება. უშიშროების კომიტეტს დაევალა პოსტის დაყენება, რომ ხალხმა ამ სოფელში თავი დაცულად იგრძნოს“;-  განაცხადა ანატოლი ბიბილოვმა.

ის მოლაპარაკებების ადგილზე თავადაც მივიდა და სოფელ წნელის მოსახლეობას შეხვდა.