წნელისის შემოგარენში ქართული პოლიციის ყოფნა საფრთხეა - დე ფაქტო КГБ

17:33 08-30-2019
122

„სოფელი უისტა (წნელისი) ყოველთვის იყო „სამხრეთ ოსეთის“ შემადგენლობაში და მის შემოგარენში ქართული ძალოვანი სტრუქტურების ყოფნა ადგილობრივი მოსახლეობისთვის პირდაპირი საფრთხეა“ - აცხადებენ დე ფაქტო ხელისუფლების КГБ-ში საქართველოს უშიშროების საბჭოს აპარატის უფროსის კახა ქემოკლიძის განცხადების საპასუხოდ.

მათი თქმით, ბოლო 30 წლის განმავლობაში „სამხრეთ ოსეთში“ ქართული პოლიციის გამოჩენა ყოველთვის შეიარაღებული კონფლიქტის მომასწავებელი იყო.

„მიგვაჩნია, რომ ხაშურის მუნიციპალიტეტის დასახლებული პუნქტის ჩორჩანას მცხოვრებთა პრობლემების მოგვარებით საქართველოს სამართალდამცავი ორგანოები დაკავებულები უნდა იყვნენ უშუალოდ ჩორჩანაში და არა სამხრეთ ოსეთისა და საქართველოს საზღვარზე, სოფელ უისტას შემოგარენში. მიგვაჩნია, რომ ევროპული და საერთო საკაცობრიო ფასეულობები რომლებთან აპელირებაც საქართველოს ხელისუფლებას ძალიან უყვარს, ცალსახად მიუთითებს რესპუბლიკა სამხრეთ ოსეთის მოქალაქეების უფლებაზე იცხოვრონ მშვიდობიანად და თავისუფლად საკუთარ მიწაზე“;-  ნათქვამია დე ფაქტო ხელისუფლების КГБ-ს განცხადებაში.