აფხაზეთიდან დევნილმა ნინო გვალიამ სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპროცენტიანი გრანტი მიიღო

16:49 08-30-2019
5499

ოკუპირებულ გალის რაიონ სოფელ მუხურიდან გვალიების ოჯახი წლებია,ზუგდიდში კომბინატის დასახლებაში ცხოვრობს. შვიდი და ძმიდან წელს ნინომ სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპროცენტიანი გრანტი მიიღო.

width=553

„ჩავირიცხე სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ამერიკული პროგრამის ქიმია/ ბიოქიმიის ფაკულტეტზე, რომელიც ათასწლეულის ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე. მოვიპოვე სრული დაფინანსება, წელიწადში 7500 დოლარის ოდენობით.

ქიმიით ყოველთვის ვიყავი დაინტერსებული, თუმცა სკოლის პერიოდში თავისუფალი დროის ძირითად ნაწილს STEM ის სფეროში ვატარებდი. ვთვლი რომ უდიდდესი გამოცდდილება სწორედ ტექნოპარკში მივიღე. ტექნოპარკისა და ადგილობრივი ტუტორიალების მეშვეობით შევიქმენი გარკვეულ დონე პროგრამირებაში, (COREL, HTML,ARDUINO, LEGO ROBOTS…) ვმონაწილეობდი საქართველოს ინოვაციებისა და ტექნლოგიების სააგენტოს მიერ ორგანიზებულ ვორქშოფებს, ტრენინგებსა და კონკურსებში. აგრეთვე გავხდი თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების მიერ ორგაიზებული კონკურსსის მეშვიდე თაობის „ლავუაზიეს წრე“ ფინალისტი. აქ თეორიულ ცოდნასთან ერთადდ პრაქტიკული უნარჩვევებიც განვივითარე და საბოოლოდ დავრწმუნდი რომ ბიოქიმია არის ის, რაც მსურს, რომ მომავალი ოთხი წლის განმავლობაში თავდაუზოგავად შევისწავლო ამერიკული სტადარტების შესაბამისად ინგლისურ ენაზე. ყველაფერთან ერთად წელსვე მოვიპოვე შავი ზღვის უნივერსიტეტის თანადაფინანსება, თუმცა ჩემი არჩევანი სანდიეგოს უნივერსიტეტზე შეჩერდა. სკოლაში ვიყავი თვითმმართველობის პრეზიდენტი.

პარალელურად ვიყავი ახალგაზრდული საკრებულოს იურიდიულ და სამანდატო კომიისიის თავმჯდომარე. ვმონაწილეობდი დანაშაულის პრევენციის ცენტრის მიერ ორგანიზებულ არაერთ პროექტში, მათ შორის ლიდერთა სახლსა და იმიტირებლ სასამართლო პროცესებში, სადაც 2016 წელს წლის მოხალისედაც დამასახელეს. აგრეთვე წარმატებით დავასრულე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საკვირაო სკოლა სამართლის მიმართულებით. ვიყავი მოხალისე ასოციაცია დეაში, ამერიკულ კუთხეში, ასოციაცია ნეოგენში. აგრეთვე მერვე კლასიდან ვიყავი საქართველოს ახალგაზრდა დიპლომატთა კლუბის წევრი, პარალელურად ვსწავლობდი პრივატბანკის ბიზნეს სკოლაში და რაც მთავარია, აქტიურად ვმონაწილეობდი საერთაშრისო ორგანიზაციების, ნატოს, გაეროსა და ევროპარლამენტის მოდელირებებში. 2017 წელს გავიმარჯვე ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის მიერ ორგანიზებულ ვიქტორინასა და საქართველოს საზოგადოებრივი პროკურატურის მიერ ორგანიზებულ კონკურსში ოჯახში ძალადობის თემატიკაზე. ვიყავი სკოლის ინტელექტკლუბის კაპიტანი.

როგორც ამ არასრული ჩამონათვალიდან ჩანს, მოზარდობის პერიოდში თითქმის ყველა ძირითად სფეროში დავაგროვე გამოცდილება და აღმოვაჩინე რომ STEM დარგები ერთადერთია რომელსაც შეუძლია იყოს შენი და შენი ქვეყნის მუდმივი განვითარების გარანტი. და დღეს ყოველივე ამის ფონზე, მაქვს ამბიციაა, რომ ყველა ის შესაძლებლობა რომელსაც საჯარო სკოლაში მოკლებული ვიყავი მომავალში თვითონ შევუქმნა მომავალ თაობას“,- უთხრა „პრაიმტაიმს“ ნინო გვალიამ.

 

ავტორი: თეა შონია