ვიდეოები

1714027380

VIDEO: „გენაცვალეთ მაგ გენიალურ ხმაში…” – ანრი და მაგდალენა ჯოხაძეების საოცარი ნამღერი

ანრი ჯოხაძემ ფილარმონიაში სოლო კონცერტი გამართა. მომღერალმა დასთან, მაგდალენა ჯოხაძესთან ერთად დუეტში საოცრად იმღერა.,,ნიჭიერების ზეიმი, საამაყო და საყვარელი ქართველები”…,,გენაცვალეთ მაგ გენიალურ ხმაში”, – ვკითხულობთ კომენტარებში. 

ანრი და მაგდალენა

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ქართული ფული

1709715674

ნახეთ, რომელ სტუდენტებს დაუფინანსებს მერია გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურს

„თბილისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შშმ სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, განცხადებების მიღება იწყება“, – ამის შესახებ თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.კახა კალაძის თქმით, აღნიშნული პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია და ხელს უწყობს იმ უამრავ ახალგაზრდას, ვისაც მხარდაჭერა და თანადგომა სჭირდება.„მინდა, დავიწყო მნიშვნელოვან პროგრამასთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე წელია, მიმდინარეობს. ეს არის სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამა. მინდა, ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ მოგაწოდოთ ინფორმაცია. 6 მარტიდან სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით ვიწყებთ განცხადებების მიღებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.თბილისის მერის თქმითვე, დაფინანსდებიან თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირები, რომლებიც ირიცხებიან ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურზე, აქვთ სტუდენტის აქტიური სტატუსი და არიან მრავალშვილიანი ოჯახის წევრები, სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში ან აქვთ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი.გასაცემი დაფინანსების ოდენობა დამოკიდებულია სტუდენტის მიერ წინა სემესტრში გავლილ საგნებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულ ქულაზე და სტუდენტებს შეუძლიათ, მიიღონ სემესტრული თანხის ფარგლებში არაუმეტეს 1125 ლარი. 50, 70 ან 100-პროცენტიანი დაფინანსება“, -თქვა კახა კალაძემ.

სხვა სიახლეები

სველი სალფეტკი

საზოგადოება 1714065650

რა საფრთხეს შეიცავს ჯანმრთელობისთვის სველი ხელსახოცების გამოყენება

არავინ უარყოფს, რომ სველი ხელსახოცები ძალიან მოსახერხებელია. ჩვენ მათ ვიყენებთ გზაზე, გარეთ, სამსახურში და სახლშიც კი. მაგრამ ეს ჰიგიენური საშუალებები არც ისე უვნებელია. მეცნიერებმა ზუსტად იციან, რომ ისინი საშიშია როგორც ადამიანებისთვის, ასევე გარემოსთვის.ალერგიული რეაქციებიამერიკელი ექიმები ამბობენ, რომ სველი ტილოები ყველაზე დიდ საფრთხეს უქმნის ბავშვებს. Good Housekeeping-მა გამოაქვეყნა კვლევის შედეგები, რომლებმაც დაადასტურა კავშირი ბავშვებში საკვების ალერგიასა და ხელსახოცების გამოყენებას შორის. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ახალგაზრდა დერმატოლოგების 35 პროცენტს, რომლებიც უჩივიან კანის ალერგიულ რეაქციებს, ასევე აქვთ ალერგია გარკვეულ საკვებზე.ამ დამოკიდებულების შესახებ მეტის გასაგებად, მეცნიერებმა დაიწყეს კანის დისფუნქციის მქონე ახალშობილ თაგვებზე დაკვირვება. ექსპერიმენტული ცხოველები ორ ჯგუფად დაიყო. ერთიდან ცხოველებს მკურნალობდნენ ნატრიუმის ლაურილ სულფატით, რომელიც სველი ხელსახოცების ნაწილია. მეორე ჯგუფის თაგვებთან კი ამ მასალას არ იყენებდნენ. მალე გაირკვა, რომ პირველი ჯგუფის თაგვებს კვებითი ალერგია დაეწყოთ. მეორე ჯგუფი კი სრულიად ჯანმრთელი დარჩა.ინფექციების გავრცელებაჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ სველ ხელსახოცებს აქვს სადეზინფექციო ეფექტი. მაგრამ ეს ასე არ არის. გარდა ამისა, მათ შეუძლიათ ინფექციების გავრცელება. ეს ასევე ეხება ჰიგიენის საშუალებებს, რომლებიც კონკრეტულად მიუთითებენ, რომ მათ აქვთ ბაქტერიციდული ეფექტი. ბრიტანეთის კარდიფის უნივერსიტეტის მეცნიერებმა შეისწავლეს 7 ბრენდის ხელსახოცები. მათ შორის იყო როგორც ჩვეულებრივი, ასევე ბაქტერიციდული თვისებების მქონე.მოულოდნელად აღმოჩნდა, რომ ორივე მათგანს არანაირი გავლენა არ ჰქონდა ბაქტერიების რაოდენობაზე. უფრო მეტიც, ისინი თანაბრად კარგად აადვილებენ მიკროორგანიზმების გადატანას ერთი ადგილიდან მეორეზე, ხელს უწყობენ ინფექციების გავრცელებას. მრავალ განსხვავებულ ბაქტერიებს შორის, სიცოცხლისთვის საშიში ისეთი ბაქტერიები, როგორიცაა ტეტანუსი და სტაფილოკოკები, ასევე იქნა ნაპოვნი. შედეგად, მკვლევარებმა დაასკვნეს, რომ სველი ხელსახოცების გამოყენებით დასუფთავების ხარისხი ყოველთვის ძალიან დაბალი იქნება. გაცილებით ეფექტურია ზედაპირების გაწმენდა ჩვეულებრივი ნესტიანი ქსოვილით. იმის გათვალისწინებით, რომ დღეს ბევრი ადამიანი მზად არ არის უარი თქვას ხელსახოცებზე, მეცნიერები გვირჩევენ, სულ მცირე, სხვადასხვა ზედაპირისთვის გსხვადასხვა სახის ხელსახოცები გამოვიყენოთ. ასევე არ გირჩევენ ერთი ხელსახოცის გამოყენებას 1 კვადრატულ მეტრზე მეტი ზედაპირის გასაწმენდად.გარემოს დაზიანებათურმე სველი ტილოების უტილიზაციაც ძალიან ცუდია. ამ პროდუქციის ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებლის წარმომადგენელმა პრესას ეტიკეტირების პრობლემის შესახებ განუცხადა. მათი უნიტაზში ჩარეცხვა არ შეიძლება, ეს უნდა იყოს მითითებული შეფუთვაზე აშკარად ხილული წარწერით. გარდა ამისა, შეფუთვებზე უნდა იყოს განთავსებული ამ ჰიგიენური საშუალებების განადგურების ზუსტი ინსტრუქციები.ხელსახოცები აბინძურებენ მდინარეებსა და ოკეანეებს პლასტმასის ბოჭკოებით. სულ მცირე, არ უნდა გადავაგდოთ ისინი კანალიზაციაში. ვითარება შეიძლება ოდნავ გამოსწორდეს, თუ ხელსახოცები გადაიყრება ჩვეულებრივ მყარ ნარჩენებთან ერთად. თითოეული პოლიესტერის ხელსახოცი იყოფა მილიონობით მიკროსკოპულ ნაწილაკად, რომლებიც წყალში არ იშლება.

ვაჟა მარგველაშვილი

სპორტი 1714064099

ვაჟა მარგველაშვილი ევროპის ჩემპიონია

ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში ვაჟა მარგველაშვილი (66კგ) ოქროს მედლის მფლობელია გახდა.ქართველმა ფინალში თურქ მუჰამედ დემირელს სძლია და კარიერაში კონტინენტის გამარჯვებული მეორედ გახდა.ტურნირის ფინალურ ბლოკში რამდენიმე წუთში ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ).კონტინენტის პირველობის ფინალური ბლოკის პირდაპირ ტელერეპორტაჟებს საქართველოს პირველი არხი 19:00 საათიდან გთავაზობთ. ზაგრებში ინდივიდუალური ასპარეზობები 25-27 აპრილს გაიმართება, გუნდური ტურნირი კი 28 აპრილს ჩატარდება.შეგახსენებთ, რომ 2023 წელს მონპელიეში ევროპის ჩემპიონატი საქართველოს ნაკრებმა ოთხი ვერცხლის მედლით დაასრულა – ტატო გრიგალაშვილმა, ლაშა ბექაურმა, ილია სულამანიძემ და გურამ თუშიშვილმა ფინალური დაპირისპირებები წააგეს.

კახა კალაძე

პოლიტიკა 1714063897

კახა კალაძე: საზოგადოებას მინდა მივმართო, ვიზალიბერალიზმის გაუქმების მექანიზმი არ არსებობს, არათუ გაუქმებას, ამ პროცესის წამოწყებას ევროკავშირის წევრი 27 წევრი ქვეყნის თანხმობა სჭირდება

 პარტია „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე ტყუილს უწოდებს უვიზო მიმოსვლის გაუქმების შესახებ ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ გაკეთებულ განცხადებებს.კახა კალაძის თქმით, რეზოლუციაში „ვიზალიბერალიზაციის გადახედვასთან“ დაკავშირებით გაკეთებული ჩანაწერი მიზნად ისახავს საზოგადოებაში საპროტესტო მუხტის გამძაფრებას.„რაც შეეხება საკითხს რეზოლუციაში „ვიზალიბერალიზაციის გადახედვასთან“ დაკავშირებით - ეს აბსურდული ჩანაწერი გაკეთდა მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზნისთვის, როგორმე მოსახლეობაში გამოიწვიონ აჟიოტაჟი, დააბნიონ საზოგადოება, რათა შემდეგ გაამძაფრონ საპროტესტო მუხტი. ამის ნათელი მაგალითია რადიკალური ოპოზიციის დღევანდელი ქმედება - რეზოლუციის გამოქვეყნებიდან რამდენიმე წუთში გაკოტრებული პოლიტიკოსები ერთმანეთის მიყოლებით დალაგდნენ კამერებთან და ხალხის მოტყუებას ცდილობენ, თითქოს უვიზო მიმოსვლას გვიუქმებენ. საზოგადოებას მინდა მივმართო, არ მოტყუვდეთ მეგობრებო, არავინ შეგიყვანოთ შეცდომაში. მინდა იცოდეთ, რომ ამის მექანიზმი არ არსებობს. ვიზალიბერალიზაციის არათუ გაუქმებას, არამედ ამ პროცესის წამოწყებას ევროკავშირის წევრი 27 წევრი ქვეყნის თანხმობა სჭირდება. საბედნიეროდ, ევროპულ ბიუროკრატიაში ჯერ კიდევ არიან ჯანსაღი პოლიტიკური ძალები, რომლებიც მსგავს სამარცხვინო ნაბიჯს ბიძგს არ მისცემენ,“- აღნიშნა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერი

პოლიტიკა 1714063160

კახა კალაძე: დეპუტატებმა, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ამ მაკულატურას, კიდევ ერთხელ უმძიმესი შეურაცხყოფა მიაყენეს ევროპულ ინსტიტუციას და ევროპულ იდეას

 „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე ევროპარლამენტში მიღებულ რეზოლუციას პარტიის ოფისში გამართული ბრიფიგით გამოეხმაურა. კახა კალაძე მიიჩნევს, რომ აღნიშნული რეზოლუციით „ლობიზმში ჩართული დეპუტატები“ შეურაცხყოფას აყენებენ, არა მხოლოდ ქართველ ხალხს, არამედ თავად ევროპულ ინსტიტუტებს. „დღეს, ევროპარლამენტმა მორიგი სამარცხვინო რეზოლუცია მიიღო. იმ დეპუტატებმა, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ამ მაკულატურას, კიდევ ერთხელ უმძიმესი შეურაცხყოფა მიაყენეს ევროპულ ინსტიტუციას და ევროპულ იდეას, რომელიც თავისუფლებას, თანასწორობას, გამჭვირვალობას და სიმართლეს ეფუძნება. ლობიზმში თავიდან ბოლომდე ჩაფლული დეპუტატების პირით ქართველ ხალხს გვითხრეს, რომ უნდა გავათავისუფლოთ მიხეილ სააკაშვილი. კრიმინალი, რომელმაც ჩვენ ქვეყანაში წამების, მკვლელობის, ბიზნესის რეკეტის, ადამიანების ჩაგვრის და გაუპატიურების მანკიერი სისტემა შექმნა. თურმე უნდა გავათავისუფლოთ სააკაშვილი, რომელმაც ტერიტორიების 20% შეგნებულად, მიზანმიმართულად ჩამოაჭრა საქართველოს და ქვეყანა სიღარიბის ჭაობში ჩაფლო,“- განაცხადა კახა კალაძემ.

kaxa kaladze

პოლიტიკა 1714063088

კახა კალაძე: სამარცხვინო რეზოლუციით ევროპარლამენტარები მოგვიწოდებენ, უკან გავიწვიოთ კანონი, რომელიც ლგბტ პროპაგანდის აკრძალვას ითვალისწინებს, ანუ, საქართველოში ფართო ასპარეზი უნდა დავუთმოთ არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის პროპაგანდას

 პარტია „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის შეფასებით, სავარცხვინოა რეზოლუცია, რომლის ავტორებიც მოითხოვენ, დასანქცირდეს ადამიანი, რომელმაც ქვეყანაში უპრეცედენტო ქველმოქმედება გასწია, ხოლო ამის პარალელურად საუბრობენ ლგბტ პროპაგანდის ამკრძალველი კანონის გაწვევაზე. „სამარცხვინო რეზოლუციის ავტორებმა ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება მოითხოვეს. ადამიანის, რომელმაც საკუთარი სიცოცხლის ფასად „აგენტი კრიმინალების“ ბანდას გამოსტაცა ეს ქვეყანა ხელიდან და განადგურებისგან გადაარჩინა. ევროდეპუტატები ითხოვენ იმ ადამიანის დასანქცირებას, რომელმაც ჩვენი ქვეყნის კულტურა და სულიერება საკუთარი უპრეცედენტო ქველმოქმედებით გადაარჩინა და ისეთ დემოკრატიას ჩაუყარა საქართველოში საფუძველი, სადაც ადამიანის უფლება და თავისუფლებები უმაღლეს დონეზეა დაცული. სამარცხვინო რეზოლუციით ევროპარლამენტარები მოგვიწოდებენ, უკან გავიწვიოთ კანონი, რომელიც ლგბტ პროპაგანდის აკრძალვას ითვალისწინებს. ანუ, უფრო მარტივად რომ ვთქვათ - პირდაპირ გვითხრეს, საქართველოში ფართო ასპარეზი უნდა დავუთმოთ არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის პროპაგანდას, მის გავრცელებას და პოპულარიზაციას, რაც პირდაპირ საფრთხეს უქმნის ჩვენ მომავალ თაობებს. მინდა, ერთი რამ ვთქვა, ამ ქვეყანაში ყველა ადამიანის უფლებები არის დაცული, განურჩევლად სარწმუნოებისა, სქესის, ორიენტაციისა და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ჩვენ არავის პირადი ცხოვრებით არ ვინტერესდებით, არავის განსჯას არ ვაპირებთ. ყველას აქვს თავისი პირადი ცხოვრება და ვისაც როგორ უნდა, ისე შეუძლია, იცხოვროს, მაგრამ პროპაგანდა კატეგორიულად მიუღებელია,“- აღნიშნა კახა კალაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.