ჩორჩანაში სიტუაცია სტაბილურია და კონტროლს ექვემდებარება - შს მინისტრის მოადგილე

10:53 08-30-2019
208

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძე ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანაში იმყოფება. მისი თქმით, ადგილზე სიტუაცია სტაბილურია და კონტროლს ექვემდებარება.

„ჩვენ, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები სხვა სახელმწიფო უწყებებთან ერთად მთელი ღამის განმავლობაში ვიმყოფებოდით აქ. სიტუაცია სტაბილურია, ექვემდებარება კონტროლს. ასევე აქ არიან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები. ამოქმედებულია ყველა შესაბამისი მექანიზმი, რათა კონსტრუქციული გზით დარეგულირდეს სადაო საკითხი, ყოველგვარი ექსცესებისა და გამწვავების გარეშე“, - განაცხადა სოფელ ჩორჩანაში მყოფმა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ ბორცვაძემ.

შეგახსენებთ, რომ საოკუპაციო რეჟიმი ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანასთან საქართველოს პოლიციის საგუშაგოს დაშლას ითხოვს. მათ ულტიმატუმის ვადად დღეს 06:00 საათი დაასახელეს.

width=600