მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის სიმღერა ფილმიდან „რეკორდი“ - ნახეთ ვიდეო

23:00 08-29-2019
994

მამუკა ხაზარაძის მხარდამჭერი საზოგადოება სოციალურ ქსელში ყოფილი ბანკირის და მისი პარტნიორის, ბადრი ჯაფარიძის მიერ შესრულებულ სიმღერას ავრცელებს.

ვიდეოში ხაზარაძე გიტარით უწყობს აკომპანიმენტს სუფრის მონაწილეების სიმღერას, რომელთა შორის ბადრი ჯაფარიძეცაა.

ცნობისთვის, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს 2019 წლის 24 ივლისს ბრალი წარედგინათ ჯგუფურად, 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით).“   

26 ივლისს სასამართლომ მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით თითოეულს 700 000 ლარიანი გირაო შეუფარდა. როგორც ცნობილია პროკურატურა მილიონიან გირაოს მოითხოვდა. 

საქართველოს გენერალური პროკურატურა „თიბისი ბანკის საქმეზე“ გამოძიებას უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე აწარმოებს. 

შეგახსენებთ, 8 იანვარს ცნობილი გახდა, რომ გენერალურმა პროკურატურამ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში „თიბისი ბანკიდან“ გარკვეული დოკუმენტაცია ამოიღო.