როგორ შექმნა საბჭოთა კავშირმა პირველი ატომური ბომბი

22:27 08-29-2019
223

ზუსტად 70 წლის წინ, 1949 წლის 29 აგვისტოს, სემპალატინსკის პოლიგონზე საბჭოთა კავშირში შექმნილი ატომური ბომბი პირველად გამოსცადეს და ამით სსრკ ბირთვულ ზესახელმწიფოდ იქცა.

მანამდე ის ამერიკაში შეიქმნა. ამერიკელი ფიზიკოსები, რომლებიც პროექტს „მანჰეტენზე“ მუშაობდნენ, კარგად ესმოდათ, თუ რა იარაღს აძლევდნენ სამხედროებს. მათგან საკმაოდ ბევრი იყო ისეთი, რომლებიც საბჭოთა დაზვერვამ გადაიბირა. მათ შორის ყველაზე წარმატებულები იყვნენ ჯორჯ კოვალი, რუდოლფ პაიერსი, თეოდორ ჰოლი და დევიდ გრინგლასი - ადამიანი, რომელმაც საბჭოთა დაზვერვას „მსუქანა“ ბომბის კონსტრუქციის თავისებურებები გაუმხილა, ასევე ლეგენდარული მზვერავები ეტელ და იულიუს როზენბერგები.

საბჭოეთში ბომბის შექმნაზე სამეცნიერო სამუშაოებს ფიზიკოსი იგორ კურჩატოვი ხელმძღვანელობდა.

სტალინს კარგად ესმოდა, რომ ქვეყანას, რომელიც პირველი შექმნიდა ატომურ იარაღს, საკუთარი თავის დაცვა და მსოფლიოს ნებიმიერ წერტილში დარტყმა შეეძლებოდა. 1945 წელს ნათელი გახდა, რომ საბჭოთა კავშირი მომდევნო ომს წააგებდა. 6 ივლისს ამერიკული ატომური ბომბი იაპონიის ქალაქ ჰიროსიმას თავზე აფეთქდა. 9 აგვისტოს კი — ნაგასაკის თავზე. დაიღუპა 200 ათასზე მეტი მშვიდობიანი მოსახლე, გადარჩენილთა დიდი ნაწილი კი დასხივებისგან მიღებული დაავადებებით დაიხოცნენ.

სანამ ეს მოხდებოდა, 1945 წლის 17 ივლისს ბერლინთან ახლოს, პოტსდამში ანტიჰიტლერული კოალიციების სახელმწიფოთა მეთაურების მესამე და ბოლო შეხვედრა შედგა.

ერთ-ერთი ყრილობისას ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჰარი თრუმენმა მიიღო შიფრი, რომელსაც დიდხანს ელოდა: ბავშვი დაიბადა. ეს ნიშნავდა: ამერიკული ატომური ბომბის გამოცდა წარმატებით დასრულდა, თრუმენმა კი საბოლოოდ შეძლო სტალინისთვის შეეტყობინებინა, რომ აშშ-ს ახლა წარმოუდგენელი დამანგრეველი ძალის მქონე იარაღი გააჩნდა.

1949 წლის 29 აგვისტოს სემიპალატინსკთან ახლოს სპეციალურად აშენებულ პოლიგონზე პირველი საბჭოური ატომური ბომბის წარმატებულმა გამოცდამ ჩაიარა. ნობელის პრემიის ლაურეატმა ოტო ჰანმა მაშინ განაცხადა: ეს კარგი ამბავია. თუ რუსეთსაც ექნება ატომური ბომბი, ომი არ იქნება.