სასამართლო 3 წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დღეს იმსჯელებს

21:34 08-29-2019
259

პეკინის გამზირზე 3 წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებული თამარ საძაგლიშვილის მიმართ სასამართლო აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დღეს იმსჯელებს.

თამარ საძაგლიშილს საგამოძიებო უწყება 3 წლის ბავშვის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა და ასევე დაჭრილი არასრულწლოვნის დის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მცდელობას ედავება.

სასამართლო პროცესი 11:30 ჩანიშნული. 

შეგახსენებთ, რომ დაჭრის ფაქტი პეკინის ქუჩაზე რამდენიმე დღის წინ მოხდა. მცირეწლოვანი მშობლებთან ერთად მიდიოდა, რა დროსაც მასთან უცნობი ქალი მიიჭრა და სახის არეში ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

პოლიციამ 1967 წელს დაბადებული თ.ს. რამდენიმე საათში დააკავა. მის წინააღმდეგ გამოძიება განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით მიმდინარეობს და ჩადენილი დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თუმცა, არსებული ინფორმაციით, ქალს ფსიქიკური პრობლემები აქვს.