არ ახსოვდა რა მოხდა - პეკინზე 3 წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებულის დედა

20:15 08-29-2019
271

პეკინზე 3 წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებული, თამარ საძაგლიშვილის დედის განცხადებით, შემთხვევის დღეს, მას რამდენჯერმე ესაუბრა.

„იმ დღის განმავლობაში ყოველ ორ საათში ვურეკავდი და ვეკითხებოდი როგორ იყო. მომიყვა რას აკეთებდა მთელი დღის განმავლობაში. ია არ მოუყოლია რაც მოხდა. არ ახსოვდა რა გააკეთა. ვიცი, რომ სამკურნალოა. ალბათ, იძულებით მკურნალობას დაუნიშნავენ,“ - განუცხადა „მაესტროს“ ბრალდებულის დედამ.

შეგახსენებთ, რომ დაჭრის ფაქტი პეკინის ქუჩაზე რამდენიმე დღის წინ მოხდა. მცირეწლოვანი მშობლებთან ერთად მიდიოდა, რა დროსაც მასთან უცნობი ქალი მიიჭრა და სახის არეში ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

პოლიციამ 1967 წელს დაბადებული თ.ს. რამდენიმე საათში დააკავა. მის წინააღმდეგ გამოძიება განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით მიმდინარეობს და ჩადენილი დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თუმცა, არსებული ინფორმაციით, ქალს ფსიქიკური პრობლემები აქვს.