„მე და ახალი თვალი“ - მაკო გომური ფოტოს აქვეყნებს

18:16 08-29-2019
1880

„მე და ახალი თვალი“ - მაკო გომური სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს. 

„ნახეთ მე და ახალი თვალი
სიხარულს კაი ხალხს გავუზიარებთქო“, - წერს მაკო გომური.

„პრაიმტაიმი“ მაკოს დას, ია გომურს დაუკავშირდა.

„ძალიან ბედნიერი ვარ, მაინც გული მტკიოდა ჩემს დას ისეთ მდგომარეობაში რომ ვუყურებდი. მაკო ახლა გერმანიაშია, მას პროთეზი იქ დაუმზადეს და იქვე გაუკეთდა ყველა საჭირო პროცედურა. მართალია, ეს დროებითი პროთეზია, მაგრამ მაინც ძალიან კარგია. მაკო სახელწმიფო დაფინანსებით წავიდა და ყველაფერი ამის ფარგლებში გაუკეთდა. ის 4-5 დღეში საქართველოში დაბრუნდება. 4 სექტემბერს მაკო იუბილარია და ერთ-ერთ ბარში მის პატივსაცემად კონცერტი იმართება, რაც ძალიან გვიხარია“ - ამბობს ია გომური.

მაკო

ცნობისთვის, 18 წლის მაკო გომურს 20-21 ივნისის აქციის დარბევის დროს თვალში სპეცრაზმელის მიერ ნასროლი ტყვია მოხვდა, შედეგად მან თვალიც და მხედველობაც სრულად დაკარგა. 

ავტორი: ნინი ტაველიძე