აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა მოქალაქეს აგინა

18:07 08-29-2019
22

აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა პატრიოტთა ალიანსიდან მერაბ ბლადაძემ ფეისბუქში მოქალაქეს აგინა.

მან მოქალაქეს სიტყვიერი შეურაცხყოფა თავისი პოსტის კომენტარებში მიაყენა. კომენტარების ფოტოები აჭარის ტელევიზიამ გაავრცელა. ამჟამად კი პოსტი აღარ იძებნება.

როგორც ბლადაძემ on.ge-ს უთხრა, მოქალაქე „მის პირადს შეეხო“, რის გამოც სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. გარდა ამისა, დეპუტატის განმარტებით, გინების მაგალითი ნიკა გვარამიამ მოგვცა“.

მერაბ ბლადაძის თქმით, მისი ქმედება არასწორი იყო და საზოგადოებას ბოდიშს უხდის, თუმცა უარს ამბობს, ბოდიში მოუხადოს მოქალაქეს, რომელსაც აგინა.