ეს მხოლოდ ზღაპრებში არ ხდება - მეფუტკრემ ვიდეო გადაუღო დათვებს, რომლებიც თაფლს ჰპარავდნენ

17:59 08-29-2019
1282

თურქეთში, მეფუტკრეს დათვები წლების განმავლობაში თაფლს ჰპარავდნენ. 3 წელში მოპარული თაფლის ღირებულება 10,000 დოლარს გადასცდა.

ამის გამო, მან ექსპერიმენტი ჩაატარა და დათვებს სათვალთვალო კამერა დაუმონტაჟა. სადაც სპეციალურად დათვებისთვის რამდენიმე სახეობის თაფლი დაალაგა.

გაირკვა, რომ დათვებს ყველაზე მეტად ძვირადღირებული თაფლი მოეწონათ.

„მიუხედავად ყველაფრისა, ვიდეოს ნახვისას, მავიწყდება დათვების მიერ მოყენებული ზარალი, მე ისინი მიყვარს“, - ამბობს იბრაჰიმ სედეფი.