განათების ბოძები ექსპერტიზის ბიუროში წაიღეს - რამდენად უსაფრთხოა მიწის ზევიდან დარჩენილი სადენები 

17:41 08-29-2019
620

ბათუმის ცენტრალურ პარკში დელფინარიუმის მიბდებარე ტერიტორიაზე ექსპერტ კრიმინალისტებმა დეკორატიული განათების ბოძები დალუქეს და ექსპერტიზისთვის გადაიტანე. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 187 მუხლით დაიწყო, რომელიც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

ბათუმის დელფინარიუმში აცხადებენ, რომ ბოძები მათ საკუთრებას წარმოადგენს და დღის ბოლომდე აღადგენენ. რაც შეეხება მიწის ზევიდან დარჩენილ სადენურებს, როგორც დელფინარიუმის პრეს სამსახურმა მოგვაწოდა ინფორმაცია, მასში დენი არ გადის და უსაფრთხოა. დელფინარიუმის შემოგარენის განათებაც მხილოდ მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, როცა ბოძები სრულად იქნება აღდგენილი.

ავტორი: ზაზა ტაკიძე