პოლიციელის მკვლელის შეწყალება... ეს არის ბოროტმოქმედება - ელისაშვილი

17:06 08-29-2019
257

საქართველოს პრეზიდენტის მიერ, პოლიციელის მკვლელის შეწყალებას, შეწყალების კომისიის ყოფილი ხელმძღვანელი ალეკო ელისაშვილი ეხმაურება:

„შეწყალების კომისიაში მუშაობა ძალიან რთული, უფრო სწორედ უმძიმესი იყო. ძალინ ბევრი საპასუხიმგებლო გადაწყვეტილების მიღება გვიხდებოდა. ყველაზე მეტად მადარდებს ის რომ რამდენიმე შეწყალებულმა შემდეგ მძიმე დანაშაული ისევ ჩაიდინა. მაგრამ ღმერთი რჯული, პოლიციელია მკვლელის შეწყალება სცდება ყველანაირ ზღვარს. ეს არის ბოროტმოქმედება და მეტი არაფერი. თვითონ პრეზიდენტია ამ გადაწყვეტილების შემდეგ ბოროტმოქმედი და პოლიციელების პოტენციური მკვლელების წამქეზებელი“;- წერს ელისაშვილი facebook-ზე.

შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 34 მსჯავრდებული შეიწყალა, საიდანაც 1 არასრულწლოვანი და 8 ქალია.

შეწყალებულთა შორისაა პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებული რამაზ დევაძე, რომელიც ბათუმელი პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს. დევაძეს 2015 წელს  12 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.