საკვების მისაღებად ძაღლი გამვლელებს თავს დაუძლურებულად აჩვენებდა - ნახეთ ვიდეო

16:31 08-29-2019
983

ბანგკოკში ძაღლი გამვლელებს თავს დაუძლურებულად აჩვენებდა, რათა მისთვის საკვები მიეცათ. ამის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა და დიდი პოპულარობა მოიპოვა.

ქუჩის ძაღლი, სახელად გაე გამვლელების წინაშე უკანა მარცხენა თათით კოჭლობას იწყებდა. როდესაც მას ადამიანები უახლოვდებოდნენ ფეხს ასწორებდა და მათ გარშემო კუდის ქიცინით დარბოდა.

ბანგკოკის ერთ-ერთმა მცხოვრებმა ქალმა, რომელიც იმ ადგილთან ახლოს მუშაობდა, სადაც ძაღლი იმყოფებოდა, გაეს თათი შეუმოწმა და აღმოაჩინა, რომ მას ყველაფერი წესრიგში ჰქონდა.

 „ალბათ, წარსულ ცხოვრებაში ეს ძაღლი ადამიანი იყო“, - ნათქვამია ერთ-ერთ კომენტარში