"ფორმულა კრეატივი" "ჩცდ"-სთან ერთად ახალ სერიალს იღებს

15:50 08-29-2019
795

სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ სცენარის ავტორი, ქეთი დევდარიანი „ფეისბუქზე“ სტატუსს აქვეყნებს.

„დღეს მაუწყებლობის უფლება მივიღეთ, ასე რომ, ჩცდ - ს და კიდევ ერთ ახალ სერიალს ოქტომბრიდან ახალ არხზე იხილავთ” - წერს ქეთი.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ფროდაქშენი „ფორმულა კრეატივი“ დავით კეზერაშვილის ახალ არხზე განაგრძობს თავისი ტელეპროდუქციის გაშვებას. არხი, სავარაუდოდ, ოქტომბრიდან დაიწყებს მაუწყებლობას. 

 

ავტორი: თამარ გონგაძე