პომიდვრებით ომი - ესპანეთში ტრადიციული ფესტივალი დაიწყო (ვიდეო)

12:54 08-29-2019
113

ესპანეთის ქალაქ ბუნოლში, ყოველწლიური ფესტივალი - პომიდვრებით ომი ანუ „ლა ტომატინა“ დაიწყო. ამ პერიოდისთვის ქალაქში ტურისტების რაოდენობა მატულობს.

ფესტივალის დაწყების დღეს, ქალაქის ქუჩებში პომიდვრით დატვირთული რამდენიმე მანქანა დადის და ფესტივალში მონაწილეები პომიდვრებს იმარაგებენ.

ათასობით ადამიანი ერთმანეთს დაუნდობლად ესვრის პომიდვრებს. ბრძოლა დაახლოებით 2-3 სამი საათი გრძელდება. რის შემდეგაც ხალხი უკვე ერთგვარ საწებელში ცურავს. 

ფესტივალი სათავეს 1945 წელს იღებს და ტრადიციულად ყოველი წლის აგვისტოში ტარდება. მას მსოფლიოს მასშტაბით უამრავი მაყურებელი ჰყავს.