ვიდეოები

1713782289

VIDEO: რა ვითარებაა გერმანიაში, სადაც ძლიერი თოვის გამო პრობლემები შეიქმნა

გერმანიის რეგიონების ნაწილში ძლიერმა თოვამ გზებზე ქაოსი გამოიწვია. ამის შესახებ euronews-ი წერს.გამოცემის ინფორმაციით, ბავარიასა და ჰესეში თოვლის საფარის სისქემ 10 სანტიმეტრს მიაღწია. იქიდან გამომდინარე, რომ მძღოლები უკვე ზაფხულის საბურავებზე არიან გადასულები, გზებზე არაერთი ინციდენტი დაფიქსირდა. ჰესენში ჩამოვარდნილი ხეების გამო რამდენიმე მსხვილი გზა დაიბლოკა. 

დიდთოვლობა გერმანიაში

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ქართული ფული

1709715674

ნახეთ, რომელ სტუდენტებს დაუფინანსებს მერია გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურს

„თბილისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შშმ სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, განცხადებების მიღება იწყება“, – ამის შესახებ თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.კახა კალაძის თქმით, აღნიშნული პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია და ხელს უწყობს იმ უამრავ ახალგაზრდას, ვისაც მხარდაჭერა და თანადგომა სჭირდება.„მინდა, დავიწყო მნიშვნელოვან პროგრამასთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე წელია, მიმდინარეობს. ეს არის სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამა. მინდა, ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ მოგაწოდოთ ინფორმაცია. 6 მარტიდან სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით ვიწყებთ განცხადებების მიღებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.თბილისის მერის თქმითვე, დაფინანსდებიან თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირები, რომლებიც ირიცხებიან ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურზე, აქვთ სტუდენტის აქტიური სტატუსი და არიან მრავალშვილიანი ოჯახის წევრები, სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში ან აქვთ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი.გასაცემი დაფინანსების ოდენობა დამოკიდებულია სტუდენტის მიერ წინა სემესტრში გავლილ საგნებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულ ქულაზე და სტუდენტებს შეუძლიათ, მიიღონ სემესტრული თანხის ფარგლებში არაუმეტეს 1125 ლარი. 50, 70 ან 100-პროცენტიანი დაფინანსება“, -თქვა კახა კალაძემ.

სხვა სიახლეები

 შალვა პაპუაშვილი

პოლიტიკა 1713943782

„გამჭვირვალობის კანონპროექტს“ ეწინააღმდეგებიან ძალები, რომლებიც ჩუმად ახორციელებენ პროექტებს, რომლებიც ძირს უთხრის ჩვენს სახელმწიფოებრიობას, თუკი ვინმეს წუხილი აქვს, რომ ამან შეიძლება ნეგატიური გავლენა მოახდინოს, ვერ დავეთანხმები - შალვა პაპუაშვილი ნაირა გელაშვილს პასუხობს

ზოგადად მივესალმები, ამ განცხადებაშიც და რამდენიმე სხვა განცხადებაც ვნახე, სადაც როგორც იქნა, საჯაროდაც ითქვა, თუ რამდენად საჭიროა გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, მათ შორის, როდესაც ეს არ ხდება თავისთავად და ვხედავთ, რომ მალავენ ფონდები თავიანთ დაფინანსებებს, ამისი საკანონმდებლო რეგულირება ხალხის სახელით, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მწერალ ნაირა გელაშვილის მიერ „გამჭვირვალობის კანონპროექტთან“ დაკავშირებით გამოქვეყნებული წერილის საპასუხოდ განაცხადა.საუბარია განცხადებაზე, სადაც ნაირა გელაშვილი აღნიშნავს, რომ თუ სახელმწიფო თვლის, რომ საქართველოში შემოსული ფული უნდა იყოს გამჭვირვალე, ამის წინააღმდეგ არ უნდა წახვიდე, თუმცა, „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი – ამის კონოტაცია ქართულ ენაში, ჩვენს სინამდვილეში, და საერთოდაც, ნიშნავს სამშობლოს მოღალატეს“ და შესაბამისად, მოქალაქეთა უზარმაზარი მასა ამ კანონის შემდეგ სამშობლოს მოღალატედ ცხადდება.პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, გაუგებარია, კარგ საქმეებს რატომ უნდა სჭირდებოდეს დამალვა, პირიქით, როდესაც ცნობილი იქნება, რომ დახმარებისკენ მიმართული კონკრეტული ღონისძიება ხორციელდება უცხოური ძალის დახმარებით, ამაში ცუდი და სათაკილო არაფერია.„თუკი ვინმეს აქვს გარკვეული წუხილი იმასთან დაკავშირებით და ამ შემთხვევაში, წუხილი არის ის, რომ უცხოეთიდან არის დაფინანსებული ესა თუ ის ღონისძიება ამის წარმოჩენა შესაძლოა ნეგატიური კონტექსტით იყოს დანახული, მე ამას არ დავეთანხმებოდი. ჩვენ არ ვართ კუნძული, არ ვართ ცალკე აღებული კუნძულოვანი სახელმწიფო, ჩვენ ვართ, მათ შორის, ევროპული ოჯახის ნაწილი და ჩვენ ერთმანეთს ვეხმარებით. ასევე სხვა ქვეყნებიც გვეხმარებიან ჩვენ და ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელებულა სწორედ უცხოური დახმარებით, ამერიკას და ევროპას ვგულისხმობ. იდეაც ხომ ამაში არის, რა არის ამაში დასამალი, კარგ საქმეებს რად უნდა დამალვა და კარგი საქმე როდესაც გამოჩნდება, ეს როგორ შეიძლება ვინმემ ნეგატიურად დაინახოს? თუკი იქნება ორგანიზაცია, რომელიც ზრუნავს თუნდაც კულტურული მემკვიდრეობის განვითარებაზე, ფერმერების დახმარებაზე, შშმ პირების დახმარებაზე, რომელიც ზრუნავს სხვა მიმართულებებზე - როდესაც ცნობილი იქნება, რომ ეს ღონისძიება ხორციელდება უცხოური ძალის დახმარებით, რა არის ამაში დასამალი, რა არის ამაში ცუდი, სათაკილო? ეს ვერ გამიგია.“ - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.მისივე თქმით, კანონპროექტს სწორედ ის ძალები ეწინააღმდეგებიან, რომლებიც თავიანთი დაფინანსებით ძირს უთხრიან საქართველოს სახელმწიფოებრიობას, კულტურას და ტრადიციებს. „პირიქით, საქმე იმაშია, რომ ამ პროექტს ეწინააღმდეგებიან ის ძალები, რომლებიც ჩუმად ახორციელებენ პროექტებს, რომლებიც ძირს უთხრის ჩვენს სახელმწიფოებრიობას, ჩვენს კულტურას, ტრადიციებს, ძირს უთხრის ქართველი ხალხის ინტერესებს. ამიტომ, თუკი ვინმეს წუხილი აქვს, როგორც ქალბატონ ნაირას იმაზე, რომ ამან შეიძლება ნეგატიური გავლენა მოახდინოს, მე ამაში ვერ დავეთანხმები. ერთია, რომ როგორც ჩანს, ვთანხმდებით იმაზე, რომ გამჭვირვალობა არის მნიშვნელოვანი და ზუსტადაც კანონმდებლობით ხალხმა უნდა იცოდეს, როდესაც შემოდის უცხოური ფული, ჩვენ ყველამ მათ შორის თქვენც, უნდა იცოდეთ როგორც ჟურნალისტმა და როგორც მოქალაქემ უნდა იცოდეთ, ეს ფული რომ შემოვა და გურიაში დაიხარჯება, რა საკითხებს მოხმარდება - ამაზეა საუბარი. როგორც საბიუჯეტო იცით, ისე უნდა იცოდეთ ენჯეო. შესაბამისად, არაფერი დასამალი აქ არ არის და არც სათაკილო არ არის და ამისთვის ჩვენ მადლობასაც ვეუბნებით ყველა უცხოურ ძალას, უცხოელ პარტნიორების იმისთვის, რომ გვეხმარებიან. რა არის ამაში სათაკილო? - სათაკილო ეს იმისთვის არის, ვინც სინამდვილეში აკეთებს არაქართულ საქმეებს ამ ფულით და მათ უნდათ რომ დამალონ ეს ყველაფერი და შემდეგ ან შემთხვევით გავიგოთ დაფინანსება, ან საერთოდ ვერ გავიგოთ.“ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გიორგი ყიფშიძე

საზოგადოება 1713942636

VIDEO: „გიორგი არ არის ფხიზლად, მკურნალობას გადის, თავის სამყაროშია და რაღაცებს ლაპარაკობს…“ - ლენუკა ყიფშიძე

ლენუკა ყიფშიძე მისი ძმის, მსახიობ გიორგი ყიფშიძის მიერ გაკეთებულ ბოლოდროინდელ განცხადებებს ეხმაურება. საუბარია გიორგი ყიფშიძის მიერ მამასთან, ზურა ყიფშიძესთან ურთიერთობაზე გაკეთებულ განცხადებაზე.ასევე, მსახიობის „ინსტაგრამ“ გვერდზე გავრცელებულ მოკლე ვიდეობზე, რომელშიც გიორგი ყიფშიძე მის პოლიტიკურ არჩევანსა და თბილისში მიმდინარე აქციებზე საუბრობს.„ჩემს ძმას არ ვამართლებ, მაგრამ არ ვარ მომხრე, მთელმა საქართველომ ჩემს ოჯახის წევრებზე უარყოფითი რაღაცები მომწეროს.. მოგეხსენებათ, ჩემი ძმა ბიშკეკში მკურნალობს, არა თურქეთში და გერმანიაში… ბევრს გეცოდინებათ, რომ როცა [ადამიანი] სამედიცინო დაწესებულებაშია, გათიშული ჰყავთ და რას საუბრობს, თვითონ არ იცის..ადრე იყო განაწყენებული… ოჯახის წევრები ერთმანეთში ხშირად ჩხუბობენ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ერთმანეთს ვემტერებით, ამიტომ ნამეტანი ნუ გაგიხარდებათ…ძალიან ცუდი შეტყობინებები შემოდის, მაგრამ ნუ გიხარიათ, ყველა ოჯახს აქვს რაღაც პრობლემა… გიორგიმ არასწორი ფორმით გააჟღერა, მაგრამ ესეც მესმის, რადგან ახლა სხვა მდგომარეობა აქვს, ცუდ ეტაპს გადის, იმედი მაქვს, ჯანმრთელი ჩამოვა და დარწმუნებული ვარ, არ ემახსოვრება, რაც მაშინ ჩაწერა და თქვა… მე და მამაჩემიც ვჩხუბობთ, მაგრამ საჯაროდ ამაზე არ ვსაუბრობთ, გიორგი არ არის ფხიზლად, მკურნალობას გადის, თავის სამყაროშია და რაღაცებს ლაპარაკობს…ძალიან გთხოვთ, გვიყვარდეს ერთმანეთი და მეტი კარგი გვიხაროდეს ერთმანეთის…“, – ამბობს ლენუკა ყიფშიძე ვიდემიმართვაში.ნახეთ ვიდეო ↓

ბაიდენი

მსოფლიო 1713941715

ჩვენ მხარს ვუჭერთ მეგობრებს, რომლებიც თავს იცავენ ტერორისტებისგან, როგორიცაა „ჰამასი“ და ტირანებისგან, როგორიცაა პუტინი - ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ხელს მოაწერს უკრაინის დახმარების კანონპროექტს მაშინვე, როგორც კი სამუშაო მაგიდასთან მივა, რათა იარაღისა და აღჭურვილობის გაგზავნა უკრაინაში მიმდინარე კვირაში დაიწყოს.„მინდა, მადლობა გადავუხადო ლიდერ შუმერს, ლიდერ მაკკონელს და ყველა დეპუტატს სენატში, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ამ კანონპროექტს, რაც ჩვენს ქვეყანას და მსოფლიოს უფრო უსაფრთხოს გახდის, რადგან ჩვენ მხარს ვუჭერთ მეგობრებს, რომლებიც თავს იცავენ ტერორისტებისგან, როგორიცაა „ჰამასი“ და ტირანებისგან, როგორიცაა პუტინი“, – აღნიშნავს ბაიდენი თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.როგორც ამერიკის პრეზიდენტი განმარტავს, დახმარება გადაუდებლად აუცილებელია უკრაინისთვის, რომელიც რუსეთის მხრიდან გამუდმებით იბომბება, ისრაელისთვის, რომელიც ახლახან ირანის თავდასხმის სამიზნე გახდა, ასევე მათთვის, ვინც დაზარალებულია კონფლიქტებითა და ბუნებრივი კატასტროფებით მთელ მსოფლიოში, მათ შორის ღაზაში, სუდანსა და ჰაიტიში.ბაიდენის განცხადებით, დახმარება აუცილებელია პარტნიორებისთვისაც, რომლებიც ეძებენ უსაფრთხოებასა და სტაბილურობას ინდო-წყნარ ოკეანეში.

ჯონ ლიჯენდი

ტაბლოიდი 1713941636

ჯონ ლიჯენდმა და კრისი ტეიგენმა ერთხელ თავიანთ ძაღლებს ქორწილი გადაუხადა - როგორ უვლიან ჰოლივუდის ვარსკვლავები ოთხფეხა მეგობრებს

შინაური ცხოველის ყოლა სტრესის დონეს ამსუბუქებს და ადამიანებს აბედნიერებს - ამ სიტყვების ღრმად სჯერათ ჩვენთვის ნაცნობ ეკრანულ სახეებსაც. ისინი თავიანთ ოთხფეხა მეგობრებს ხშირად ანებივრებენ..  ტეილორ სვიფტის კატა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი შინაური ცხოველია. შოტლანდიური ჯიშის ფისოს, სახელად ოლივია ბენსონის ქონება 97 მილიონი დოლარია.  თუმცა, ეს ყველაფერი არაა. მომღერალს სახლში კიდევ ორი კატა მერიდიტ გრეი და ბენჟამინ ბატონი ჰყავს. აღსანიშნავია, რომ მათგან განსხვავებით, ოლივია ხშირად მონაწილეობს ტეილორს მუსიკალურ ვიდეორგოლებში.. ის ასევე ხშირად ჩნდება სხვადასხვა სარეკლამო რგოლში...  გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად, ტეილორი თავის ოთხფეხა მეგობრებისთვის დროს ყოველთვის ნახულობს და მათთან ერთად კარგადაც ერთობა. „კატები იმიტომ მიყვარს, რომ ისინი საკმაოდ ღირსეული და დამოუკიდებელი ცხოველები არიან, რომელთან შეუძლიათ  საკუთარი ცხოვრება მართონ“,- აღნიშნა მომღერალმა ერთ-ერთ ინტერვიუში.. დემი მურს სახლში პატარა ჩიუაუა სახელად პილაფი ჰყავს. საინტერესოა ის ფაქტი, რომ პილაფს პირადი ინსტაგრამ გვერდიც აქვს. მსახიობი ოთხფეხა მეგობრის ჩაცმულობაზე აქტიურად ზრუნავს და მისთვის ყოველთვის გამორჩეულ ტანისამოსსა და აქსესუარებს ყიდულობს. როგორც მური ამბობს, პილაფის გარეშე ცხოვრება მისთვის წარმოუდგენელია. ძაღლები, სახელად ფიგი, სეიჯი,  სიმბა, ოლივი და ლოგანი დიდი ხანია, რაც ბეკჰემების ოჯახის სრულფასოვანი წევრები არიან.. „თქვენ ჩემი საუკეთესო მეგობრები ხართ“,- ასე მიულოცა დევიდ ბეკჰემმა ერთხელ ძაღლების საერთაშორისო დღე მათ. ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ოჯახი ცუგებთან საკმაოდ დიდ დროს ატარებს და ცდილობს ოთხფეხა მეგობრებს ყველა სურვილი შეუსრულოს...  შინაური ცხოველებითაა სავსე კრისი ტეიგენისა და ჯონ ლიჯენდის ოჯახიც. პუდი, პეპერი, პენი, პიპა და პუი - ფრანგული ბულდოგების ამ ხუთეულს პატრონებში ძალიან გაუმართლა. კრისი და ჯონი მათ სამეფო ოჯახის წევრებივით ექცევიან - ხშირად უტარებენ სხვადასხვა კოსმეტიკურ პროცედურას, უწყობენ ფოტოსესიებს და საყიდლებზეც ხშირად დაჰყავთ.  2015 წელს წყვილმა პიპასა და და პუდის საქორწილო წვეულებაც კი გადაუხადა, რომლის დროსაც ჯონ ლიჯენდმა თავისი ცნობილი ჰიტი "All of Me" შეასრულა..  ოპრა უინფრის გვერდს სედი, სანი, ლაილა, ლიუკი და ლაურენი უმშვენებენ.  მედიის დედოფალი ოთხფეხა მეგობრებს ასე მოიხსენიებს - „ისინიც ადამიანები არიან, უბრალოდ ჩვენგან განსხვავებით, ფუმფულა ბეწვით არიან დაფარულები“..  ცნობილი ტელეწამყვანის გულის მოგება ძაღლებმა მალევე შეძლეს.  აღსანიშნავია, რომ უინფრიმ  თავის მემკვიდრეებად სწორედ ისინი დაასახელა. ოპრამ ცუგებს სპეციალური ფონდიც კი გაუხსნა, სადაც მათთვის ყოველთვიურად თანხას რიცხავს. ამჟამად ოთხფეხა მეგობრები 30 მილიონ დოლარს ფლობენ.  სანდრა ბალოკს რუბი და პოპი ჰყავს. მსახიობის თქმით, „თუ სახლში შინაური ცხოველი არ გყავთ, იცოდეთ, რომ მნიშვნელოვან რამეს კარგავთ“... ჰოლივუდის ვარსკვლავები თანხმდებიან, რომ შინაური ცხოველები ადამიანების საუკეთესო მეგობრები არიან და მათზე ზრუნვას ბედნიერება მოაქვს..   

lenuka

ტაბლოიდი 1713940850

ლენუკა ყიფშიძე მიმართვას ავრცელებს

ლენუკა ყიფშიძე მისი ძმის, მსახიობ გიორგი ყიფშიძის მიერ გაკეთებულ ბოლოდროინდელ განცხადებებს ეხმაურება. საუბარია გიორგი ყიფშიძის მიერ მამასთან, ზურა ყიფშიძესთან ურთიერთობაზე გაკეთებულ განცხადებაზე.ასევე, მსახიობის „ინსტაგრამ“ გვერდზე გავრცელებულ მოკლე ვიდეობზე, რომელშიც გიორგი ყიფშიძე მის პოლიტიკურ არჩევანსა და თბილისში მიმდინარე აქციებზე საუბრობს.„ჩემს ძმას არ ვამართლებ, მაგრამ არ ვარ მომხრე, მთელმა საქართველომ ჩემს ოჯახის წევრებზე უარყოფითი რაღაცები მომწეროს. მოგეხსენებათ, ჩემი ძმა ბიშკეკში მკურნალობს, არა თურქეთში და გერმანიაში… ბევრს გეცოდინებათ, რომ როცა [ადამიანი] სამედიცინო დაწესებულებაშია, გათიშული ჰყავთ და რას საუბრობს, თვითონ არ იცის.ადრე იყო განაწყენებული… ოჯახის წევრები ერთმანეთში ხშირად ჩხუბობენ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ერთმანეთს ვემტერებით, ამიტომ ნამეტანი ნუ გაგიხარდებათ…ძალიან ცუდი შეტყობინებები შემოდის, მაგრამ ნუ გიხარიათ, ყველა ოჯახს აქვს რაღაც პრობლემა… გიორგიმ არასწორი ფორმით გააჟღერა, მაგრამ ესეც მესმის, რადგან ახლა სხვა მდგომარეობა აქვს, ცუდ ეტაპს გადის, იმედი მაქვს, ჯანმრთელი ჩამოვა და დარწმუნებული ვარ, არ ემახსოვრება, რაც მაშინ ჩაწერა და თქვა… მე და მამაჩემიც ვჩხუბობთ, მაგრამ საჯაროდ ამაზე არ ვსაუბრობთ, გიორგი არ არის ფხიზლად, მკურნალობას გადის, თავის სამყაროშია და რაღაცებს ლაპარაკობს…ძალიან გთხოვთ, გვიყვარდეს ერთმანეთი და მეტი კარგი გვიხაროდეს ერთმანეთის…“, – ამბობს ლენუკა ყიფშიძე ვიდემიმართვაში.