თეოდორ ჰოლი - ამერიკელი მეცნიერი, რომელმაც საბჭოთა კავშირს ბირთვული საიდუმლოებები გადასცა და ის ამისთვის არ დასჯილა 

10:22 08-29-2019
138

1949 წლის 29 აგვისტოს სსრკ ოფიციალურად გახდა მეორე „ატომური ქვეყანა“, მას შემდეგ, რაც  RDS-1 -ის ტიპის პლუტონიუმის ბომბი ყაზახეთის ტერიტორიაზე გამოსცადა. 

width=560

ატომური ბომბის გამოცდამ დასავლეთი და განსაკუთრებით ამერიკა გააკვირვა, ისინი ვარაუდობდნენ, რომ 1953 წლისთვის საბჭოთა კავშირს უკვე საკუთარი ატომური ბომბი ექნებოდა.

თუმცა ამ შემთხვევაში ყველაზე გასაოცარი ამბავი ამერიკელებისთვის ის იყო, რომ ერთ-ერთი ამერიკელი მეცნიერი თეოდორ ჰოლი, საბჭოთა კავშირს ფარულად აწვდიდა საჭირო ინფორმაციას. მაგრამ თეოდორ ჰოლი ერთადერთი არ ყოფილა ვინც ინფორმაციას გასცემდა.

როგორ გახდა ჯაშუში ნიუ-იორკში დაბადებული და ატომური იარაღის სპეციალისტი? ფაქტები ადასტურებს, რომ საბჭოთა კავშირის მიერ გამოყენებული პირველი ბირთვული იარაღი RDS-1, ძალიან წააგავდა Fat Man -ს, რომელიც ამერიკელებმა 1945 წლის 9 აგვისტოს იაპონიაში, ნაგასაკაში ჩამოაგდეს.

width=560

გასაკვირი არ არის, რომ ისეთი, პროექტი, როგორიც „მანჰეტენია“ მკაცრად გასაიდუმლოებული იყო. როგორც ჟურნალი „life“ 1945 წელს წერდა, ამ პროექტის შესახებ მხოლოდ რამოდენიმე ათეულმა ადამიანმა იცოდა. მათ შორის ერთ-ერთი იყო თეოდორ ჰოლი. 

„რასაც ხედავ, აქ რჩება... რასაც აქ გააკეთებ, აქ რჩება... რასაც აქ მოისმენ აქ რჩება“ - ასეთი წარწერა იყო ადგილზე, სადაც პროექტი „მანჰეტენი“ არსებობდა.

width=560

თეოდორ ჰოლი 1925 წლის 20 ოქტომბერს „ჩვეულებრივ“ ამერიკულ ოჯახში დაიბადა. იმ დროისთვის უბრალო ამერიკული ოჯახებისთვის ცხოვრება საკმაოდ რთული იყო. თუმცა თეოდორისთვის ეს ბარიერს არ წარმოადგენდა, მან წარმატებით დაამთავრა ჰარვარდის უნივერსიტეტი, გახდა ფიზიკისა და მათემატიკის სპეციალისტი. მას გენიოსადაც მოიხსენიებდნენ. ჰარვარდის უნივერსიტეტში ის 16 წლის ასაკში მიიღეს. მისი აკადემიური წარმატებები ხელისუფლების ყურადღების მიღმა არ დარჩენილა. ის მალე მიიღეს ახალ ბირთვულ პროექტში სამუშაოდ.

1943 წელს თეოდორ ჰოლსი ჯერ კიდევ სტუდენტი იყო, როდესაც ქალაქ ლოს ალამოსში, საიდუმლო ლაბორატორიაში გასაუბრებაზე დაიბარეს.

მეზობელი - კომუნისტი

გასაუბრებაში მონაწილე მაღალჩნოსნებმა არ იცოდნენ, რომ ჰოლს გადაწყვეტილება უკვე ჰქონდა მიღებული. ის ჰარვარდის საერთო საცხოვრებელში ცხოვრობდა, ხოლო მისი გვერდით იყო ემიგრანტი კომუნისტების შვილი, სახელად საქსი. სწორედ საქსმა შესთავაზა მას ემუშავა საბჭოთა დაზვერვისთვის, თვითონ საქსი კი კურიერის როლს ასრულებდა. პირველი ინფორმაცია ლოს ალამოსიდან „კურიერის“ დახმარებით 1944 წელს გადასცა საბჭოთა კავშირს.

თეოდორი ფიქრობდა, რომ ამერიკის გარდა საბჭოთა კავშირსაც თუ ექნებოდა ატომური ბომბი, მაშინ ამერიკა არ იქნებოდა ერთადერთი სახელმწიფო და შანსებიც გათანაბრდებოდა, ეს იქნებოდა ერთგვარი შემაკავებელი ფაქტორი ამერიკისთვის.

„იმ პერიოდში საბჭოთა კავშირი არ იყო მტერი, არამედ მოკავშირე. საბჭოთა ხალხი გმირულად იბრძოდა ნაცისტების წინააღმდეგ. მათ უზარმაზარი ადამიანური მსხვერპლი გაიღეს დასავლელი პარტნიორების გადასარჩენად“ , - თქვა თეოდორ ჰოლმა.

მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კავშირი და ამერიკა მეორე მსოფლიო ომში ერთიდაიგივე მტერს ებრძოდა, ამ ფაქტმა მაინც არ შეაჩერა მატ შორის ჯაშუშობა. 1943 წელს ამერიკელებმა დაიწყეს კონტრდაზვერვითი ოპერაცია სახელად „ვენონა“ საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ.

მხოლოდ 1946 წელს მოახერხა ამერიკამ საიდუმლო კოდების გაშიფვრა, რომელსაც საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატი იყენებდა. გაშიფრული შეტყობინებიდან ცხადი გახდა, რომ საბჭოთა კავშირი ფლობდა ინფორმაციას პროექტ „მანჰეტენის“ შესახებ.

width=560

FBI -ის აგენტები თეოდორ ჰოლის კვალს, მხოლოდ 1950 წელს დაადგნენ. ის მოსკოვის აგენტად შერაცხეს. თუმცა თვით ჰოლი ამას არ აღიარებდა.

width=560

სხვა ჯაშუშებისგან განსხვავებით ჰოლს დანაშაული ვერ დაუმტკიცეს, ამიტომ ის დაუსჯელი დარჩა. 1962 წელს ის დიდ ბრიტანეთში გადავიდა საცხოვრებლად. მხოლოდ 1996 წელს იქნა ამოღებული დოკუმენტები მოსკოვში სადაც ის ნახსენები იყო. ამ დროისთვის მისი ჯაშუშური საქმიანობის ყველა მოწმე უკვე გარდაცვლილი იყო, მათ შორის სევილა საქსი.

თეოდორ ჰოლი თვლიდა, რომ მან მსოფლიო ისტორია შეცვალა, რადგან ამერიკასა და საბწოთა კავშირს თანაბარი შანსები დაუტოვა.

width=560

ავტორი: ალექსი ქამადაძე