SpendYourAutumninGeorgia-ს გამოწვევას ცნობილი ფრანგი მწერალი ფედერიკ ბეგბედერიც უერთდება.
ის საზოგადოებას საქართველოში მოგზაურობისკენ მოუწოდებს.
კამპანიასთან დაკავშირებით Facebook-ზე შექმნილ ჯგუფში, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, ტურისტებსა და სოცქსელების მომხმარებლებს მოუწოდებენ, რომ 1 სექტემბრიდან გამოიყენონ ახალი ჰეშთეგი #SpendYourAutumninGeorgia და #Spend4SeasonsinGeorgia.
სწორედ ამ კამპანიას შეუერთდა ფრანგი მწერალი, რომელიც ვიდეომიმართვაში საქართველოში შემოდგომის გატარებისკენ მოუწოდა ხალხს.