ლგბტ პრაიდის თემა არ მოდის დასავლეთიდან და ამერიკიდან - მეუფე იაკობი

01:06 08-29-2019
650

მეუფე იაკობი ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულზე ქადაგებისას პრაიდის თემასაც შეეხო. 

ქადაგებისას იხსენებს, როგორ ამბობდა სულთმოფენობას, პრაიდის თემასთან დაკავშირებით, რომ ცუდი რამ მოხდებოდა, რადგანაც პოლიტიკოსებიც კი ჩაერთნენ. 

„სულთმოფენობას ვამბობდი, რომ ცუდი რამ მოხდებოდა, იმიტო რომ პოლიტიკოსებიც ჩაერთნენ პრაიდის თემას ავრცელებდნენ, კარგად ვიცი რომელი ქვეყნიდან მოდის. ხშირად უნდათ დააბრალონ, რომ  ხან დასავლეთია და ხან ამერიკაა, მაგრამ ასე არ არის. ლგბტ პრაიდის თემა არ მოდის დასავლეთიდან და ამერიკიდან... რა გვეპრაიდება, ქვეყანა გვაქვს ასაშენებელი, ჩვენ უნდა ვისწავლოთ ერთად ცხოვრება. უძველესი ცივილიზაციის ერი ვართ.  უნდა გავერთიანდეთ უნდა ვისწავლოთ შენდობა, როგორც უფალმა შეგვინდო, ისე უნდა შევუნდოთ“, - ქადაგებს მეუფე იაკობი. 

ბოდბის მონასტერში წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად  სადღესასწაულო წირვა აღავლინა.