ბრეინ-რინგი მოსკოვში - როგორ გამოიყურებოდნენ ნიკა გვარამია და ლევან კობერიძე 21 წლის წინ

23:15 08-28-2019
6674

ზუსტად 21 წლის წინ, მარტის თვეში საქართველოს ინტელექტუალების ნაკრებმა „რა, სად, როდის“-ში სომხეთის ნაკრებთან თამაშის დროს, მეოთხედფინალში გამაოგნებელი გამარჯვება მოიპოვა. თანამეგობრობის თასის მოსაპოვებლად, ბრეინ-რინგში, რომელიც მოსკოვში გაიმართა, მონაწილეობას ქართველების გარდა სომხეთის, აზერბაიჯანის, ბოლარუსის, რუსეთის, უკრაინის, თურქმენეთის და მოლდოვას ნაკრებები იღებდნენ მონაწილეობას.

საქართველოს ნაკრებს წარმოადგენდნენ გიორგი ბაქრაძე, ლაშა კილაძე, ზურაბ მაღრაძე, გიორგი მოსიძე და ნიკა გვარამია. გუნდის კაპიტანი, დღეს პარლამენტის დეპუტატი, ლევან კობერიძე გახლდათ. გუნდის ფინანსური მხარდამჭერი „საქტრანსგაზი“ იყო.

თამაშის ვიდეო რამდენიმე წლის წინ გიორგი მოსიძემ გაავრცელა.