ბრიტანეთის დედოფალმა პარლამენტის მუშაობა შეაჩერა

20:25 08-28-2019
113

დიდი ბრიტანეთის დედპბალმა ელისაბედ მეორემ პრემიერმინისტრ ბორის ჯონსონს მხარი დაუჭირა და პარლამენტის მუშაობა შეაჩერა. ამის შესახებ დედოფლის კანცელარიამ ოფიციუალური განცხადება საიდუმლო საბჭოპს გვერდზე გამოაქვეყნა.

პარლამენტი 3 სექტემბერს შეიკრიბება, მაგრამ არაუადრეს 9 სექტემბრისა და არაუგვიანეს 12 სექტემბრისა მუშაობას 14 ოქტომბრამდე შეწყვეტს. ამ დღეს დედოფალი გამოვა სიტყვით, რომელსაც მას მთავრობა მოუმზადებს და ახალ სამოქმედო პროგრამაზე ისაუბრებს. ამის შესახებ ბორის ჯონსონი იუწყება.

31 ოქტომბრამდე დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირი უნდა დატოვოს.