ბავშვზე თავდამსხმელი ცნობილი ტელეწამყვანის მეზობელია - რას ამბობს მასზე ლია მიქაძე

18:11 08-28-2019
5991

ქალი, რომელიც 3 წლის ბავშვს თავს დანით დაესხა, ცნობილი ტელეწამყვანის ლია მიქაძის მეზობელია. მან „პრაიმტაიმის“ რამდენიმე შეკითხვას უპასუხა. მიქაძე ამბობს, რომ თავდამსხმელი ქალს ფსიქიკური პრობლემა აქვს და ამ დრომდე მსგავსი რამ მას არ გაუკეთებია. 

„ფსიქიკური ავადმყოფია. თავისებური ხასიათი აქვს, მაგრამ ამ დრომდე მსგავსი რამ არასდროს ჩაუდენია. წუხელ ღამის 03:00 საათზე სამართალდამცველებმა აიყვანეს, მაგრამ ეს ამბავი დღეს გავიგე. მის ოჯახს ზღვისპირეთში სასტუმრო აქვს და იქ იყვნენ, თავად ეს ქალი კი არც გასულ წელს და არც ამ ზაფხულს თბილისიდან არ გასულა. ის დაოჯახებული არ ყოფილა. სახლში იყო და ხატავდა, მას სამხატვრო აკადემია აქვს დამთავრებული - ამბობს ლია მიქაძე.  

შეგახსენებთ, გუშინ საღამოს 51 წლის ქალი პეკინის გამზირზე 3 წლის ბავშვს თავს დაესხა და დანით სახის არეში ჭრილობა მიაყენა. ღამით ბავშვს ოპერაცია ჩაუტარდა. თავდამსხმელი ქალი. ბავშვი კი ჯერჯერობით საავადმყოფოში რჩება.

ავტორი: თამარ ბუჩუკური