იაპონიაში სექსუალური შევიწროების აღსაკვეთად შტამპები გამოუშვეს

17:30 08-28-2019
106

იაპონიაში ახალი მოწყობილობა გამოუშვეს, რომელიც მიმართულია გადაჭედილ საზოგადოებრივ ტრანსპორტში სექსუალური შევიწროების პრობლემის გადასაჭრელად.

მოწყობილობა გაყიდვაში გაშვებიდან მხოლოდ ნახევარ საათში გაიყიდა.

შტამპები, რომლებიც დამზადებულია კომპანია Shachihata-ის მიერ, შევიწროების მსხვერპლს საშუალებას აძლევს თავდამსხმელები უხილავი მელნით დააფიქსირონ და გამოავლინონ.

500 შტამპა, რომლის ფასი 2,500 იენი იყო (დაახლოებით 24 დოლარი), გაიყიდა გამოშვებიდან 30 წუთში.

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიხედვით, იაპონია 149 ქვეყნიდან 110-ე ადგილზეა გენდერული თანასწორობის გამზომი ინდექსით, აგრეთვე აღნიშნული ინდექსით დიდი შვიდეულის ქვეყნებს შორის ბოლო ადგილს იკავებს.