გოგოები განწირული ხმით ყვიროდნენ და შველას ითხოვდნენ - ბათუმში ორ გოგოს თავს დაესხნენ

17:04 08-28-2019
10846

ბათუმში, ტაბიძის 37-ის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე ბიჭი ორ გოგოს თავს დაესხა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ამის შესახებ ინფორმაციას ორგანიზაცია „ემიგრანტების იმედის“ წარმომადგენელი შოთა სიხარულიძე ავრცელებს. 

,,მთელი უბანი წივილ კივილმა გაგვაღვიძა ოთხი ბიჭი ორ გოგოს იჭერდა. განწირული ხმით ყვიროდნენ ეს გოგოები - გვიშველეთო... დაინგრა უბანი ისეთი შემზარავი ხმები იყო. უცებ გაისმა ხმები პატრულს გამოვიძახებთო და ამ ორმა გოგომ შეძლო თავის დაღწევა, თუმცა მანქანით დაედევნენ.... რა ხდებოდა კაცმა არ იცის. მთელს უბანს ეღვიძა და დარდობენ ამ გოგოებზე, რა ბედი ეწიათ ნეტა... დილის 5 საათზე მოხდა ეს ამბავი....“, - წერს სოციალურ ქსელში შოთო სიხარულიძე. 

როგორც „პრაიმტაიმს ერთ-ერთმა მაცხოვრებლმა განუცხადა, ბიჭები მას შემდეგ გაიქცნენ, რაც მომხდარის შესახებ პოლიციას შეატყობინეს. 

„ღამის ხუთი საათი იქნებოდა ყვირილის ხმამ გამაღვიძა, გოგოების ყვირილის ხმა იყო. რომ გავიხედ ბიჭები გოგოებს მისდევდნენ, მერე ზემოთ სართულებიდან ვიღაცამ იყვირა, რომ პოლიციას დავურეკავო და ბიჭები გაიქცნენ, - განაცხადა ადგილობრივმა

როგორც პრაიმტაიმს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ცემას, ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს, რამაც შესაძლოა ფიზიკური, ან ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია.

ავტორი: ზაზა ტაკიძე