ვიდეოები

1713260837

VIDEO: სალომე უშხვანი და ნიკო ქართველი „პრაიმ ჰაუსში“ ერთმანეთს დაუპირისპირდნენ - წყვილის მორიგი „პრანკი“

სალომე უშხვანმა და ნიკოლოზ ქართველმა ამჯერად, პრაიმ ჰაუსის“ მონაწილეები „გაპრანკეს“. მათი დადგმული ჩხუბი, მონაწილეებს მართალი ეგონა და საქმის განხილვის პროცესში ყველა ჩაერთო.ნახეთ სახალისო კადრები ↓

სალომე ნიკო

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ჯარიმა

1709545140

„ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი“ – ვის და რა შემთხვევაში შეეხება ჯარიმები

კულტურული მემკვიდრეობის ზონაში უნებართვო მშენებლობაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვო წარმოებასა თუ კონსერვაციის წესების დარღვევაზე ჯარიმები მკვეთრად იზრდება. „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილებებით იზრდება ჯარიმები, ასეთ ზონებში როგორც კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, ასევე სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობებზე.კერძოდ, კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე: I კლასის მშენებლობისათვის ჯარიმა 8 000 ლარის ნაცვლად, იქნება 16 000 ლარი; II კლასის მშენებლობისთვის ჯარიმა სამმაგდება და 24 ათასი ლარი იქნება. III და IV კლასის შენობა-ნაგებობაზე განხორციელებული მშენებლობისათვის ჯარიმა ათმაგდება 20 000 ლარის ნაცვლად, იქნება 200 000 ლარი. უფრო მაღალია ჯარიმები სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობასა თუ სხვა სამუშაოებზე და ზოგ შემთხვევაში ჯარიმა 250 000 ლარსაც აღწევს.ცვლილება ეხება საკანონმდებლო დებულებებს, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 250 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება – 40 000 ლარის ოდენობით.კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის ჯარიმები შემდეგი სახით განისაზღვრა:– I კლასის შემთხვევაში ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– II კლასის შემთხვევაში ჯარიმა 4 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– III კლასის შემთხვევაში ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი;– IV კლასის შემთხვევაში ჯარიმა 15 000 ლარის ნაცვლად, იქნება 45 000 ლარი.იხვეწება საკანონმდებლო დებულებები, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სანებართვო პირობების დარღვევით სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 150 000 ლარის ოდენობით, ხოლო ანალოგიურ შემთხვევაში მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება – 20 000 ლარის ოდენობით.ცვლილება აგრეთვე შეეხება, კონსერვაციის მუხლსაც, კერძოდ მშენებლობის 6 თვეზე მეტი ვადით, კონსერვაციის წესის დარღვევით შეჩერება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში გამოიწვევს დაჯარიმებას:− I ან II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 5 000 ლარის ოდენობით (რჩება უცვლელი);− III ან IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 150 000 ლარის ოდენობით.− კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების კონსერვაციის წესის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 200 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებისას – 25 000 ლარის ოდენობით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

სხვა სიახლეები

ეროვნული გამოცდები

განათლება 1713284331

გამოცდების ეროვნული ცენტრი ინფორმაციას ავრცელებს

2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის დარეგისტრირებულთაგან 21 400-ზე მეტმა აბიტურიენტმა არჩევით საგანთა შორის ისტორია, ხოლო 17 000-მდე აბიტურიენტმა მათემატიკა აირჩია.ამის შესახებ ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.აბიტურიენტების არჩევანი საგნების მიხედვით ასე გამოიყურება:ისტორია აირჩია – 21 400-ზე მეტმა აბიტურიენტმა; მათემატიკა აირჩია – 17 000-მდე აბიტურიენტმა; გეოგრაფია აირჩია – 2 600-ზე მეტმა აბიტურიენტმა; ლიტერატურა აირჩია – 1 400-ზე მეტმა აბიტურიენტმა; სამოქალაქო განათლება აირჩია - 2 600-ზე მეტმა აბიტურიენტმა; ქიმია აირჩია – 2 800-ზე მეტმა აბიტურიენტმა; ფიზიკა აირჩია – 1 000-ზე მეტმა აბიტურიენტმა; ბიოლოგია აირჩია – 4 000-ზე მეტმა აბიტურიენტმა; ხელოვნება აირჩია – 270-ზე მეტმა აბიტურიენტმა. შეგახსენებთ, რომ 2024 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის დარეგისტრირდა 47 000-ზე მეტი აბიტურიენტი, სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 3 000-ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა, საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია 10 000-ზე მეტმა მაგისტრანტობის კანდიდატმა გაიარა, ხოლო მასწავლებლის გამოცდის ჩასაბარებლად 18 900 - ზე მეტი მსურველი დარეგისტრირდა. 

შსს

საზოგადოება 1713284261

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აქციის ორგანიზატორებსა და წევრებს, პროტესტის მშვიდობიან ფორმებში გამოხატვისკენ მოუწოდებს.„შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე და მოვლენების ხელოვნურად ესკალაციის თავიდან არიდების მიზნით, მობილიზებული არიან საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე და იცავენ საზოგადოებრივ წესრიგს. „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, აკრძალულია ადმინისტრაციული ორგანოს შესასვლელების ბლოკირება. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებსა და წევრებს, რომ პროტესტი გამოხატონ მშვიდობიანი ფორმებში, არ დაარღვიონ კანონი და დაემორჩილონ ადგილზე მყოფი პოლიციელების მითითებებს. კანონდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მხრიდან დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება“, - ნათქვამია განცხადებაში.

gia abashidze

პოლიტიკა 1713284195

გია აბაშიძე - რა "ძალიან ცუდ მოვლენებს" გულისხმობს ნაცრევანშისტების "გენერალი" დევი ჭანკოტაძე? უდიდესი ალბათობით, ღალატის პარტიას მორიგი მზაკვრული გეგმა აქვს შემუშავებული გაბითურებული ახალგაზრდების გამოყენებით

 ანალიტიკოსი გია აბაშიძე “ნაციონალური მოძრაობის“ წევრის დევი ჭანკოტაძის პლენარულ სხდომაზე გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა:”ჩემი, როგორც გენერლის რჩევაა, გაიტანეთ ეს კანონი. ეს გამოიწვევს ძალიან ცუდ მოვლენებს. ერთი ადამიანიც, რომ დაიღუპოს, ეს ყველაფერი ძალიან ცუდად დამთავრდება”. ანალიტიკოსის თქმით, დიდი ალბათობით, ღალატის პარტიას მორიგი მზაკვრული გეგმა აქვს შემუშავებული გაბითურებული ახალგაზრდების გამოყენებით. მისივე თქმით, სამართალდამცველნი ქვეყნის აყირავების ნებისმიერ მცდელობას და სისხლის ღვრას ძირშივე აღკვეთენ. “კონკრეტულად რა "ძალიან ცუდ მოვლენებს" გულისხმობს ნაცრევანშისტების "დივნის გენერალი" ჭანკოტაძე? უდიდესი ალბათობით, ღალატის პარტიას მორიგი მზაკვრული გეგმა აქვს შემუშავებული გაბითურებული ახალგაზრდების გამოყენებით. საქართველოს საზოგადოება და მისი სახელოვანი სამართალდამცველნი ქვეყნის აყირავების ნებისმიერ მცდელობას და სისხლის ღვრას ძირშივე აღკვეთენ. შეიგნეთ ეს კუთხეში მიმწყვდეულო ნაცვირთხებო!”- წერს გია აბაშიძე Facebook-ზე.

საზოგადოება

საზოგადოება 1713283868

„დედა ვიპოვე და ჩემს არსებობას მალავს... ნათესავებო, მიპოვეთ რა, კაპანაძის ქალი ვარ, იმერეთიდან“ – ცისნამი საყვარლიშვილი მიმართვას ავრცელებს

„ამ ცხოვრების დედა ვატირე. ხო, მეც მიწევს ამ სიტყვების დაწერა. არაფერი არ ვიცი ჩემი წარმომავლობის შესახებ. არ ვიცი, ვინ არიან ჩემი წინაპრები, ჩემი ნათესავები. ვინ არის ჩემიანი, ვინ არა! ერთ გოგოს მიმამსგავსეს და მინდა ვიპოვო, შევხვდე“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს ცისნამი საყვარლიშვილი, რომელიც უკვე მრავალი წელია, აშშ-ში, ემიგრაციაში ცხოვრობს.როგორც ცისნამი საყვარლიშვილი წერს, იპოვა დედა, რომელიც მის არსებობას მალავს:„დედა ვიპოვე და მალავს ჩემს არსებობას. იქნებ მამამ და მამის მხრიდან ნათესავებმა მაღიარონ! მჭირდება ეს აღიარება საკუთარი სისხლის და ხორცისგან, თორემ ლეწავს და ანგრევს ჩემს სულიერ სამყაროს, ასეთი ამოუხსნელი ცხოვრება.ნათესავებო, მიპოვეთ რა. კაპანაძის ქალი ვარ, იმერეთიდან. კარგო გოგო ვარ. კარგი იდეები მაქვს. ჩემს სისხლთან სიახლოვე მწყურია.მომწერეთ, ვიმეგობროთ, არ დამმალოთ, იმხელა ვარ მაინც, ვერსად დავიმალები.ნუ მოგერიდებათ, მომწერეთ. მე ყველას ყველაფერს ვპატიობ, რადგან თავად ვარ ვიღაცის ცხოვრების შეცდომა“, – წერს ცისნამი საყვარლიშვილი სოციალურ ქსელში.

შორეული მკვდარი ვარსკვლავი მოულოდნელად გააქტიურდა

მეცნიერება 1713282972

შორეული მკვდარი ვარსკვლავი მოულოდნელად გააქტიურდა

ასტრონომებმა დააფიქსირეს, როგორ გააქტიურდა მოულოდნელად მძლავრი მაგნიტური ველის მქონე ნეიტრონული ვარსკვლავი, რომელიც მკვდარი მნათობის ბირთვია. მათ მაგნეტარები ეწოდება, ზემოხსენებული "გაცოცხლებული" ასეთი ობიექტი კი ჩვენგან დაახლოებით 8 000 სინათლის წლით დაშორებული XTE J1810-197-ა. მას მეცნიერები ავსტრალიაში მდებარე პარკსის ობსერვატორიიდან დააკვირდნენ.მაგნეტარების უმეტესობა პოლარიზებულ სინათლეს ასხივებს, რომლის ტალღებიც ერთი კონკრეტული მიმართულებით გადაადგილდება. ამისგან განსხვავებით, XTE J1810-197-ს წრიული პოლარიზაცია ახასიათებს, ანუ მისი გამოსხივება სპირალური სტრუქტურისაა, რაც უპრეცედენტოა.მაგნეტარის ტიპის ნეიტრონული ვარსკვლავები მაშინ წარმოიქმნება, როცა მასიურ მნათობებში წყალბადის ბირთვული რეაქციები ვეღარ მიმდინარეობს. შედეგად, ისინი კოლაფსს განიცდის, გარე შრეებს კარგავს და მხოლოდ მკვრივი ცენტრალური ნაწილი რჩება, რომელიც მზეზე 1-2-ჯერ მასიურია, მაგრამ დაახლოებით 20 კილომეტრი სიგანისაა. გარე ატმოსფეროს მასის ასეთი კარგვა ამ ობიექტების ბრუნვის ტემპს ისე აჩქარებს, რომ ზოგი მათგანი წამში 700 ბრუნსაც კი ასრულებს. ასევე, მაგნიტური ველის ხაზების ერთად შემჭიდროება მას აძლიერებს და ინტენსივობას მატებს. ამის გამო ნეიტრონული ვარსკვლავების ნაწილში, მაგნეტარებში, მაგნიტური ველი მზისაზე 1 კვადრილიონჯერ მძლავრია.მათგან მომავალ რადიოტალღებს იშვიათად აფიქსირებენ. XTE J1810-197-ის შემთხვევაში ეს პირველად 2003 წელს მოხდა, მაგრამ ამის შემდეგ ის 1 დეკადაზე მეტი ხნით დადუმდა. საბოლოოდ, 2018 წელს, მისი სიგნალები ისევ მივიღეთ, კერძოდ ჯოდრელ ბენკის ობსერვატორიაში. აქედან მოყოლებული ობიექტს პარკსის რადიოტელესკოპით აკვირდებოდნენ.XTE J1810-197-ის უჩვეულო გამოსხივება შესაძლოა, ძალიან ცხელი პლაზმის დამსახურება იყოს, რომელიც მისი მაგნიტური პოლუსის თავზეა და მაპოლარიზებელი ფილტრის ფუნქციას ასრულებს. როგორ ხდება ეს, ჯერჯერობით უცნობია. მეცნიერები იმედოვნებენ, რომ დამატებითი დაკვირვებებით მაგნეტარებთან დაკავშირებული ამ და სხვა ფენომენების შესახებ მეტს გაიგებენ.ახალი ნაშრომი გამოცემაში Nature Astronomy გამოქვეყნდა