კობა გვენეტაძე - „თიბისი ბანკი" ფინანსურად ჯანსაღი ორგანიზაციაა

15:32 08-28-2019
41

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის განცხადებით, „თიბისი ბანკი“ ფინანსურად ჯანსაღი ორგანიზაციაა.

მისივე თქმით, ეროვნული ბანკი სხვა უწყებების კომპეტენციაში არ შედის. 

„ძალიან ბევრი ინფორმაციაა მოცემული ეროვნული ბანკისგან იმ ნაწილში, რაც მხოლოდ თიბისი ბანკს ეხება. ეს ბანკი ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებადი სუბიექტია. ბანკი ფინანსურად ძალიან ჯანსაღი და კარგი ორგანიზაციაა. სხვა საკითხებს რაც შეეხება, ეროვნული ბანკის კომპეტენციაში არ შედის,- განაცხადა გვენეტაძემ.