კოლუმბიის პოლიციამ კუბოში 300 კგ მარიხუანა აღმოაჩინა

12:39 08-28-2019
144

კოლუმბიაში პოლიციამ 300 კგ მარიხუანა ამოიღო. შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა მანქანა გადაადგილდებოდა სანტანდერის რაიონში და ორი კუბო გადაჰქონდა. ამის შესახებ BBC იუწყება.

სამართალდამცველების თქმით, შემოწმების შემდეგ კუბოში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩინეს. მძღოლი დაკავებულია. ჯერჯერობით სხვა დამატებითი ინფორმაცია არ ვრცელდება.