ქუთაისში მოსულმა უხვმა ნალექმა ქალაქის ქუჩების დატბორვა გამოიწვია

10:40 08-28-2019
47

გვიან ღამით, ქუთაისში მოსულმა უხვმა ნალექმა ქალაქის ქუჩების დატბორვა გამოიწვია.

სავხოვრებელი სახლების პირველ სართულებთან და სარდაფებთან ერთად, ქალაქის ცენტრში მდებარე სავაჭრო ცენტრიც დაიტბორა. დაზარალებული არიან მოვაჭრეები, რომლებიც ადგილობრივ ხელისუფლებას უყურადღებობასა და უმოქმედობაში ადანაშაულებენ. ამ დროისათვის სამაშველო სამსახური წყლის ამოტუმბვის სამუშაოებს ახორციელებს. დატბორილ ქალაქში არ გამოჩენილან ქუთაისის ხელისუფლების წარმომადგენლები.

ავტორი:ირაკლი ვაჩიბერაძე