ქალი, რომელიც 3 წლის ბავშვს თავს დაესხა და დაჭრა, დაკავებულია (ვიდეო)

10:37 08-28-2019
3267

ქალი, რომელიც 3 წლის ბავშვს თავს დაესხა და დაჭრა, დაკავებულია. შსს-ს ინფორმაციით, განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, დაკავებული 1967 წელს დაბადებული თ.ს.

დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 27 აგვისტოს, თბილისში პეკინის გამზირზე, 2015 წელს დაბადებულ მცირეწლოვანს, ცივი იარაღით დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.“ - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

ცნობისთვის, 3 წლის ბიჭს ჭრილობები სახის არეში აქვს მიყენებული. მას გუშინვე სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

არსებული ინფორმაციით, ქალი საბურთალოს რაიონში, სავარაუდოდ ყაზბეგის და ვაჟა ფშაველას გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე ცხოვრობს.

წინასწარი ინფორმაციით, მას ფსიქიკური პრობლემები აქვს. ცნობილია, რომ ეს პიროვნება საეჭვო გარემოებებში წარსულში სხვა მოქალაქეებმაც დააფიქსირეს.