დღეს მარიამობაა - რა ვიცით ამ დღის შესახებ

00:00 08-28-2019
208

​მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი სამ­ყა­რო 28 აგ­ვის­ტოს ღვთის­მშობ­ლის მი­ძი­ნე­ბის დღე­სას­წა­ულს აღ­ნიშ­ნავს. 

ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით ტაძ­რებ­ში სა­დღე­სას­წა­უ­ლო წირ­ვა-ლოც­ვა ს­რულ­დე­ბა.

​უდი­დეს ათორ­მეტ დღე­სას­წა­ულებს შორის სამი - ღვთის­მშობ­ლის შობა, მი­ძი­ნე­ბა და ყოვლადწმინდა მარიამის ტაძრად მიყვანება უშუალოდ ღვთისმშობლისადმია მიძღვნილი.

მა­რი­ა­მო­ბის დღე­სას­წა­ულს წინ ორ­კვი­რი­ა­ნი მარ­ხვა უძღო­და, რო­მე­ლიც 14 აგ­ვის­ტოს და­ი­წყო და 28 აგვისტოს სრულდება.

ეკლესიის ისტორიაში ამ მარხვის დაწყების ზუსტი თარიღი უცნობია. ასევე უცნობია, როდიდან დაწესდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაული.

ღვთის­მშო­ბელს მისი მი­ძი­ნე­ბის დღე უფალ­მა მთა­ვა­რან­გე­ლოზ გაბ­რი­ე­ლის მიერ ახა­რა. ის დედაღვთისმშობელს ზეთისხილის მთაზე გამოეცხადა და ამცნო, რომ სამი დღის შემდეგ მიიძინებდა. ამის დასტურად სამოთხეში დარგული ფინიკის ხის ტოტი გადასცა, რომელიც ღვთაებრივი ძალით ბრწყინავდა. იგი მის საფ­ლავ­თან უნდა მიეტანათ.

ღვთისმშობლის თხოვნით, მასთან გამოსამშვიდობებლად საქადაგებლად წასული მოციქულები შეიკრიბნენ.

ასევე, ღვთისმშობელმა სთხოვა უფალს, არ ეხილა ჯოჯოხეთის​ საშინელებები. სწორედ ამიტომ, ღვთისმშობლის სული ცათა სასუფეველში თავად უფლის ხელით ავიდა.

ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი მოციქულებმა გეთსიმანიის ქვაბულში დაკრძალეს. ამ პროცესს არ ესწრებოდა თომა მოციქული.​ ​ღვთისმშობლის დაკრძალვიდან მესამე დღეს მოციქულებმა ქვაბულის ლოდი გადააგორეს და ნახეს, რომ ღვთისმშობელი იქ აღარ იყო. უფალმა ის ხორცით ზეცაში აღამაღლა.

ამიტომ უწოდებს ეკლესია ღვთისმშობლის აღსასრულს მიძინების დღესასწაულს.