ვიდეოები

1714027380

VIDEO: „გენაცვალეთ მაგ გენიალურ ხმაში…” – ანრი და მაგდალენა ჯოხაძეების საოცარი ნამღერი

ანრი ჯოხაძემ ფილარმონიაში სოლო კონცერტი გამართა. მომღერალმა დასთან, მაგდალენა ჯოხაძესთან ერთად დუეტში საოცრად იმღერა.,,ნიჭიერების ზეიმი, საამაყო და საყვარელი ქართველები”…,,გენაცვალეთ მაგ გენიალურ ხმაში”, – ვკითხულობთ კომენტარებში. 

ანრი და მაგდალენა

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ქართული ფული

1709715674

ნახეთ, რომელ სტუდენტებს დაუფინანსებს მერია გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურს

„თბილისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შშმ სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, განცხადებების მიღება იწყება“, – ამის შესახებ თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.კახა კალაძის თქმით, აღნიშნული პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია და ხელს უწყობს იმ უამრავ ახალგაზრდას, ვისაც მხარდაჭერა და თანადგომა სჭირდება.„მინდა, დავიწყო მნიშვნელოვან პროგრამასთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე წელია, მიმდინარეობს. ეს არის სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამა. მინდა, ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ მოგაწოდოთ ინფორმაცია. 6 მარტიდან სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით ვიწყებთ განცხადებების მიღებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.თბილისის მერის თქმითვე, დაფინანსდებიან თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირები, რომლებიც ირიცხებიან ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურზე, აქვთ სტუდენტის აქტიური სტატუსი და არიან მრავალშვილიანი ოჯახის წევრები, სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში ან აქვთ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი.გასაცემი დაფინანსების ოდენობა დამოკიდებულია სტუდენტის მიერ წინა სემესტრში გავლილ საგნებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულ ქულაზე და სტუდენტებს შეუძლიათ, მიიღონ სემესტრული თანხის ფარგლებში არაუმეტეს 1125 ლარი. 50, 70 ან 100-პროცენტიანი დაფინანსება“, -თქვა კახა კალაძემ.

სხვა სიახლეები

 შალვა პაპუაშვილი

პოლიტიკა 1714047106

ტექნიკურად იქნება ერთიანი სია თუ არ იქნება, სინამდვილეში არის ერთი სია, ეს არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, რასაც ვხედავთ ოპოზიციურ ფლანგზე - შალვა პაპუაშვილი

2020 წელს, როდესაც დაწესებული იყო ერთპროცენტიანი ბარიერი, მიზანი და ამოცანა იყო, შანსი ჰქონოდათ პატარა, ახალ პარტიებს, პარლამენტში მანდატის მიღებით საზოგადოებისთვის ეჩვენებინათ, რომ არსებობს „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმისა და მათი პარტიის გარკვეული ალტერნატივები, მაგრამ ეს იყო მხოლოდ არითმეტიკული სიმრავლე პარლამენტში, თორემ არსობრივად მრავალფეროვნება და პლურალიზმი პარლამენტში არ არის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა რეგიონულ მედიასთან შეხვედრაზე განაცხადა.„რაც შეეხება წინასაარჩევნო გარემოს, აქაც ვხედავთ რადიკალიზაციის მიმართულებას. ნიკა გვარამიას შეწყალება ზუსტად ამ სფეროდან არის. ვხედავთ კიდევაც, რომ ისე იქნა წარმოჩენილი, თითქოს ეს იყო დეპოლარიზაციის მიზნით, მათ შორის, ზოგიერთი ევროპელი ლიდერი გამოეხმაურა. როგორი დეპოლარიზაციები გამოიწვია მისმა შეწყალებამ, ამასაც ვხედავთ. ჩვენ ამის შესახებ არაერთხელ გვითქვამს და ქალბატონი სალომეს ყოველი შემდეგი ნაბიჯი ადასტურებს, რომ ის არის ნაწილი იმ რადიკალური ჯგუფისა ოპოზიციაში, რომელიც უცხოეთიდან კარნახით მოქმედებს სწორედ საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ. ყველა მისი ნაბიჯი არის დამატებითი დადასტურება, რომ ქვეყანა მიჰყავთ რადიკალური დღის წესრიგისკენ. სწორედ ამიტომ არის, მათ შორის, თუ 29 აპრილის შეკრებას გავითვალისწინებთ, ამ ჭრილშიც არის დასანახი, რომ საზოგადოებამ, მათ შორის, საკუთარი სიმრავლით, კიდევ ერთხელ დაანახოს ყველას, რომ არ დათმობს ქვეყნის სუვერენიტეტს, სტაბილურ განვითარებას, წინსვლას, რომელიც ქვეყანას აქვს და არ დააბრუნებინებს ამ ქვეყანას იმ რეჟიმის პირობებში, რომელშიც ის იყო მიხეილ სააკაშვილის, „ნაციონალური მოძრაობის“ დროს. რადგან რეზოლუციაზეც ვისაუბრეთ, კიდევ ერთხელ ვხედავთ სამწუხარო ჩრდილის მიყენებას ევროპული სტრუქტურებისთვის, როდესაც რეზოლუციაში მიხეილ სააკაშვილი დადებით ჭრილში არის ხოლმე წარმოჩენილი. ასე ვხედავთ ჩვენ, რომ ეს არის ნაბიჯი დესტრუქციისკენ, ქალბატონი სალომეს ყოველი შემდეგი გადაწყვეტილება არის მხოლოდ ამის დასტური და საზოგადოებას ამ აზრს მხოლოდ უმყარებს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.მისივე თქმით, წინასაარჩევნოდ ოპოზიცია ერთიანი სიით წარდგება თუ არა, სინამდვილეში, ეს მაინც „ნაციონალური მოძრაობა“ იქნება.„ტექნიკურად ეს იქნება ერთიანი სია თუ არ იქნება ტექნიკურად, სინამდვილეში, ეს არის ერთი სია, ეს არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, რასაც ჩვენ ვხედავთ ოპოზიციურ ფლანგზე. 2020 წელს, როდესაც იყო დაწესებული ერთპროცენტიანი ბარიერი, მიზანი და ამოცანა რა იყო? რომ შანსი ჰქონოდათ პატარა, ახალ პარტიებს, პარლამენტში მანდატის მიღებით საზოგადოებისთვის ეჩვენებინათ, რომ არსებობს „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმისა და მათი პარტიის გარკვეული ალტერნატივები. სამწუხაროდ, რაც ვნახეთ ამ ერთპროცენტიანი ბარიერის შედეგად, მართალია, ამის შედეგად შემოვიდა, თუ არ ვცდები, 14 საარჩევნო სუბიექტი და 18 პარტია გამოდიოდა, მაგრამ ეს იყო მხოლოდ არითმეტიკული სიმრავლე პარლამენტში, რაც დღეს გვაქვს, თორემ არსობრივად მრავალფეროვნება და პლურალიზმი პარლამენტში ამ მხრივ არ არის“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.მისივე თქმით, ოპოზიციურ ფლანგზე თავისი არსითა და რაოდენობით არის ერთი, „ნაციონალური მოძრაობის“ ქოლგა, რომლის ქვეშაც არიან პატარა დაჯგუფებები.„​საზოგადოებისთვის მუდმივი თვალში ნაცრის ყრა უკვე ბევრჯერ ვნახეთ. გვახსოვს, გიორგი ვაშაძე ვითომ როგორ გამოეყო „ნაციონალურ მოძრაობას“, როგორ იყო რადიკალურად განწყობილი თითქოს „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ. სად არის დღეს გიორგი ვაშაძე? „ნაციონალურ მოძრაობაში“. ვნახეთ სხვადასხვა გამოყოფილი ჯგუფი, „გირჩი“, ელენე ხოშტარია, ასე შემდეგ. სად არიან დღეს ისინი? ისევ „ნაციონალური მოძრაობის“ ნაწილები არიან. ასე რომ, ამ ნაცრის ყრას აზრი აღარ აქვს. ეს სია იქნება ერთიანი სია თუ ცალკე სია, სინამდვილეში ეს იქნება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სია და საქართველოს მოსახლეობას სწორედ ეს ექნება არჩევანი – არჩევანი ექნება საქართველოს განვითარებას, მშვიდობას, თითოეული ოჯახის ეკონომიკურ განვითარებას და, შესაბამისად, „ქართულ ოცნებას“ უჭერს მხარს თუ უჭერს მხარს ნგრევას, ტერორს, წამებას და იმ რეჟიმს, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰქონდა შექმნილი და რომლის დაბრუნებისკენაც ისინი ისწრაფვიან“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ექიმი

მსოფლიო 1714047102

ექიმს ოპერაციის დროს ჩაეძინა (უცხოეთი)

დიდ ბრიტანეთში, ქირურგიული ოპერაციის დროს ექიმს ჩაეძინა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.გამოცემის ცნობით, 61 წლის ანესთეზიოლოგს, თომას ჰერბსტს პაციენტზე ნარკოზის გაკეთების შემდეგ მალევე ჩაეძინა. ძილი იმდენად ღრმა იყო, რომ ერთ-ერთ ექიმს მისი გაღვიძება მოუწია.გამოფხიზლებულმა ჰერბსტმა დალია ერთი ჭიქა ყავა და დაარწმუნა კოლეგები, რომ მზად იყო მუშაობის გასაგრძელებლად. ოპერაციის შემდეგ, თვითმხილველების თქმით, მან დიდი გაჭირვებით შეავსო მოხსენებითი ბარათი და ისიც კი ვერ შეამჩნია, რომ შარვალი ჩაძვრა.სამედიცინო ტრიბუნალზე ჰერბსტმა განაცხადა, რომ იმ დღეს გადაღლილი იყო, რადგან მთელი საღამო საგადასახადო დეკლარაციის შევსებაში გაატარა. მან თავიდან უარყო ბრალდებები, მაგრამ მოგვიანებით აღიარა, რომ ოპერაციის დროს თვალები დახუჭა. ამავე დროს, მისი თქმით, მას არ ეძინა, ფიქრებში გადავარდა და „ცოტას ხვრინავდა".ჰერბსტს ადრეც ჩაეძინა სამსახურში 2020 წელს. ამ დროს ექიმის გაღვიძება ვერ მოხერხდა, ამიტომ ოპერაცია სხვა ანესთეზიოლოგმა დაასრულა.სამედიცინო ტრიბუნალმა დაადგინა, რომ ჰერბსტმა ჩაიდინა სერიოზული პროფესიული გადაცდომა, რის გამოც ექვსი თვით შეუჩერა პროფესიული საქმიანობა.

რატი იონათამიშვილი

პოლიტიკა 1714046905

ოდიოზურმა ევროპარლამენტარების ჯგუფმა, ფაქტობრივად დააინიცირა რუსული რეზოლუცია, ვალდებულია ნებისმიერი რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენელმა დაგმოს ეს რეზოლუცია და პირველ რიგში მისი ავტორები - რატი იონათამიშვილი

ევროპარლამენტის რეზოლუციის ერთ-ერთ ვერსიაში, რომელიც ევროპის სახალხო პარტიის მიერ არის მომზადებული, აფხაზეთი ცალკე სახელმწიფოდ არის მოხსენიებული.უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ცალკე მოხსენიება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ორმაგ სტანდარტს, რეზოლუცია კი პოლიტიკური სპეკულაციის ნაწილია."ამ ოდიოზურმა ევროპარლამენტარების ჯგუფმა, ფაქტობრივად დააინიცირა რუსული რეზოლუცია, სადაც, ერთი მხრივ, საუბარია, რომ თითქოს აფხაზეთი არის დამოუკიდებელი სახელმწიფო და სხვა პუნქტებში საუბრობენ საქართველოს დასანქცირებაზე. შესაბამისად, ჩვენ კარგად ვიცით, რომ ეს ადამიანები არიან "ნაციონალური მოძრაობის" არა მხოლოდ მოკავშირეები, არამედ - მათ მფარველებიც. ვალდებულია რადიკალური ოპოზიციის ნებისმიერი წარმომადგენელი, გამოვიდეს და დაგმოს ეს რეზოლუცია და, პირველ რიგში, მისი ავტორები. თუ ამას არ გააკეთებენ, ფაქტი იქნება ეს აღიარებითი ჩვენება, რომ რადიკალური ოპოზიცია არის რუსული ოპოზიცია და ისინი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მოქმედებენ,"- აცხადებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი.დოკუმენტში, რომლის ავტორებად რამდენიმე ევროპარლამენტარია მითითებული, მათ შორის, მირიამ ლექსმანი, მაიკლ გელერი, დევიდ მაკალისტერი და ანდრიუს კუბილიუსი სამოტივაციო ნაწილში წერია: "კანონპროექტი მოდელირებულია მსგავსი კანონიდან, რომელიც 2012 წელს მიიღო რუსეთმა, ცოტა ხსნის წინ კი ყირგიზეთმა და აფხაზეთმა". ჩანაწერი შეჯერებულ ვარიანტში აღარ არის, მაგრამ შესწორება არ შესულა ინიცირებულ პროექტში.

თინა ბოკუჩავა

პოლიტიკა 1714046776

ეს ნამდვილად არის უმკაცრესი გაფრთხილება პირადად ივანიშვილისთვის - თინა ბოკუჩავა ევროპარლამენტში მიღებულ რეზოლუციაზე

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, თინა ბოკუჩავა ევროპარლამენტში მიღებულ რეზოლუციას გამოეხმაურა. მის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილი და მმართველი პარტია "ქვეყნის ევროპულ მომავალს საბოტაჟს უწყობენ"."ყველას ძალიან კარგად ესმის, რომ ივანიშვილი და მისი პარტიის წევრები არიან პირადად პასუხისმგებლები საქართველოს ევროპული მომავლის საბოტაჟზე. ეს ნამდვილად არის უმკაცრესი გაფრთხილება პირადად ივანიშვილისთვის. ასევე, მე როგორც ვიცი, პირად გაფრთხილებას მიიღებს ევროკავშირისგან ამ თვის ბოლოს და ეს იქნება ნამდვილად ბოლო გაფრთხილება მისთვის," - აღნიშნა თინა ბოკუჩავამ.ცნობისთვის, საქართველოს შესახებ მომზადებული რეზოლუციის კენჭისყრა ევროპარლამენტში რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. ევროდეპუტატებმა მხარი დაუჭირეს ხუთივე შესწორებას. შესაბამისად, რეზოლუციაში ჩაიწერა, რომ გამჭვირვალობის კანონი შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან და ეწინააღმდეგება ქვეყნის ევროპულ ამბიციებს, ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები კი ვერ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი საქართველოს სამართლებრივი წესრიგის ნაწილი იქნება.დოკუმენტში საუბარია ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებაზე, სააკაშვილის ჰუმანიტარული მიზნით გათავისუფლებაზე, ინიციირებული კანონის გავლენაზე ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების შესრულების ნაწილში, ასევე - მოწოდებაზე, გაუქმდეს შემოთავაზებული საკონსტიტუციო კანონმდებლობა, რომელიც ლგბტქიუ პირების უფლებებს ზღუდავს.

 შალვა პაპუაშვილი

პოლიტიკა 1714046547

ესეც არის წარმავალი, ევროპარლამენტის რამდენიმე წევრის ბოლო პწკენა ქართველი ხალხის მიმართ - შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტში მიღებულ რეზოლუციაზე

ევროპარლამენტში მიღებულ რეზოლუციას პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურა. მისი შეფასებით, ევროპარლამენტის რეზოლუცია არის პოლიტიკური დოკუმენტი, თუმცა, მას არანაირი აღმასრულებელი ფუნქცია არ აქვს. შესაბამისად, პაპუაშვილის თქმით, ქვეყანასთან დაკავშირებით რეალური ძალა არ გააჩნია."ევროპარლამენტის რეზოლუცია არის პოლიტიკური დოკუმენტი, რომელსაც არ აქვს არანაირი აღმასრულებელი ფუნქცია და ძალა. გადაწყვეტილებებს მოლაპარაკების დაწყება-არ დაწყებაზე, სანქცირებასა და საერთოდ ყველაფერზე იღებს ევროკომისია, ევროპის საბჭო. ასე რომ, ეს გახლავთ რამდენიმე დეპუტატის მიერ წამოწყებული ის კამპანია, რომელსაც ისინი უკვე დიდი ხანია აწარმოებენ ქართველი ხალხის წინააღმდეგ. ასე რომ ეს რეზოლუციაც, ისევე როგორც წინა სამ რეზოლუცია, რომელშიც უარესები ეწერა ლამის შიგნით, ესეც არის წარმავალი, ევროპარლამენტის წევრების ბოლო პწკენა ქართველი ხალხის მიმართ, რაც სამწუხარო რეალობაა. ივნისში არჩევნები არის ევროპარლამენტის და მე იმედი მაქვს, რომ ევროკავშირის მოქალაქეები უფრო სწორ გადაწყვეტილებას მიიღებენ და სათანადო მანდატს გადასცემენ სათანადო პირებს," - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.ცნობისთვის, საქართველოს შესახებ მომზადებული რეზოლუციის კენჭისყრა ევროპარლამენტში რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. ევროდეპუტატებმა მხარი დაუჭირეს ხუთივე შესწორებას. შესაბამისად, რეზოლუციაში ჩაიწერა, რომ გამჭვირვალობის კანონი შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან და ეწინააღმდეგება ქვეყნის ევროპულ ამბიციებს, ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები კი ვერ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი საქართველოს სამართლებრივი წესრიგის ნაწილი იქნება.დოკუმენტში საუბარია ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებაზე, სააკაშვილის ჰუმანიტარული მიზნით გათავისუფლებაზე, ინიციირებული კანონის გავლენაზე ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების შესრულების ნაწილში, ასევე - მოწოდებაზე, გაუქმდეს შემოთავაზებული საკონსტიტუციო კანონმდებლობა, რომელიც ლგბტქიუ პირების უფლებებს ზღუდავს.