Exclusive არცერთ მაღალჩინოსანს არ ვიცნობდი, მით უმეტეს, მეგის ქარდავას - ინტერვიუ წამებაში ბრალდებულ ყოფილ პოლიციელთან

22:50 08-27-2019
1718

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო სამმართველოს ყოფილი თანამშრომელი გიორგი სამუშია, რომლის ექსტრადიცია უკრაინიდან საქართველოში გასულ თვეს განხორციელდა, 26 აგვისტოს სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.

პრაიმტაიმთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში სამუშიამ აღნიშნა, რომ პატიმრობის ცხრათვიანი ვადა ამოეწურა და სწორედ ეს გახდა მისი გათავისუფლების საფუძველი. სამშობლოში ექსტარდირებამდე კი სამუშია წელიწადი და 2 თვე საფრანგეთში ცხოვრობდა. 

რატომ დატოვეთ საქართველო და როგორ მოახერხეთ ხელახლა პასპორტის აღება?

საქართველო შეგნებულად დავტოვე, იცით, რომ ჩემს საქმეებთან დაკავშირებით სამ საქმეზე დადგა გამამართლებელი განაჩენი და იმ მეოთხესაც მოვიგებ...აქ იცოდნენ, რომ გირაოთი ვიყავი გამოშვებული და ჩემზე მიდიოდა ზეწოლა, მიწყობდენ პროვოკაციებს...ცდოლობდენ, რომ დამერღვია გირაოს პირობები, ერთ დღეს დანითაც დამხვდნენ და ამ ყველაფერმა იძულებული გამხადა ქვეყანა დამეტოვებინა. დიახაც, იუსტიციის სახლში ოპერატორი შეგნებულად შევიყვანე შეცდომაში, რომ დავკარგე პასპორტი. არც ამიხსნია საფუძვლები, თუ რატომ დავკარგე და ასე მოვახერხე ახალი პასპორტის აღება და ქვეყნის დატოვება.

ამის შემდეგ კი როგორც გიორგი სამუშია ყვება, მას ამოეწურა საფრანგეთში ყოფნის ვადა და გადაწყვიტა უკვე მაისის თვეში უკრაინაში 20 წლის უნახავ ბიძასთან ჩასვალა. სწორედ მაშინ დააკავეს ის.

ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ თქვენ გეგმავდით პოლიციის ყოფილ მაღალჩინოსანთან, ამჟამად შინაპატიმრობაში მყოფ მეგის ქარდავასთან შეხვედრას... 

რაც შეეხება მეგის ქარდავას მას, რა თქმა უნდა, ვიცნობ... თუმცა, არ მინახავს 2012 წლის სექტემბრის თვიდან. სამხარეოს უფროსის მოადგილე იყო, ძებნილია, შინაპატიმრობა აქვს და მე როგორ შემხვდებოდა, სადაა აქ ლოგიკა, ვერ ვხვდები...რაც შეეხება კიდევ 2007 წელს აქციის დარბევას ზუგდიდში, მე მაშინ სტუდენტი ვიყავი და არცერთ მაღალჩინოსანს არ ვიცნობდი, მით უმეტეს, მეგის ქარდავას.

როგორც სამუშია დასძენს, რაც შეეხება მეოთხე საქმეს, რომელიც ჯერაც ძიებაშია, როგორც კანონმორჩილი მოქალაქე ივლის სასამართლო პროცესებზე.

„ამეკრძალა საზღვრის დატოვება, ჩამომართვეს პირადობის მოწმობა და პასპორტი. ჩვეულებრივ, ჩატარდება სასამართლო პროცესები და ვალდებული ვარ დავესწრო“, - ამბობს სამუშია.

გიორგი სამუშიას ბრალად ედება ორგანიზებული ჯგუფის მიერ ელბერდ კობერიძის თავისუფლების უკანონო აღკვეთაში მონაწილეობა. ყოფილი პოლიციელი თავს დამანაშავედ არ მიიჩნევს.

მისივე განმარტებით, მას ამ საქმესთან არანაირი კავშირი არ აქვს.

„ამ საქმის მოწმე აფხაზეთშია და ვერ გადმოყავთ. ამ კონკრეტულ საქმეზეც ჩემს სიმართლეს დავამტკიცებ“.

პროკურატურაში კი აცხადებენ, რომ კობერიძის საქმეზე საქმის არსებითი განხილვა გრძელდება.

 

ავტორი: თეა შონია

„„