28 აგვისტოს  ანჩისხატით თბილისში  მსვლელობა გაიმართება

22:47 08-27-2019
17

28 აგვისტოს, სალიტანიო ანჩისხატით თბილისში ლოცვითი მსვლელობა გაიმართება. ინფორმაციას ანჩისხატის მომლოცველთა ჯგუფის ხელმძღვანელი ზაზა ნანობაშვილი ავრცელებს.

„28 აგვისტოს, მარიამობას, 14:00 საათზე სალიტანიო ანჩისხატი თბილისში, რუსთაველის ძეგლთან შემობრძანდება, სადაც ხატს შეეგებებიან მორწმუნეები და ლოცვითი სვლით წააბრძანებენ ხელოვნების მუზეუმის წინ არსებულ სამლოცველოში.

სიწმინდეების წინაშე აღევლინება პარაკლისი ერის კეთილდღეობისთვის.

აღსანიშნავია, პატრიარქის ლოცვა-კურთხევით კულტურის სამინისტროში შეტანილია ანჩისხატის ტაძარში დაბრუნების პროექტი, რომლის აღსრულებას ათასობით ხელმომწერი ელოდება“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.