გვეგონა ეფერებოდა - უცნობი ქალისგან დაჭრილი 3 წლის ბავშვის მშლობლები

21:30 08-27-2019
5812

ცოტა ხნის წინ პეკინის ქუჩაზე 3 წლის ბავშვის დაჭრის ფაქტზე ახალი ინფორმაციებს თვითმხილველები აცხადებენ.

მათი თქმით, მშობლები ამბობენ, რომ ოჯახი ქუჩაზე იდგა, როდესაც ზებრა ხაზზე გადმოვიდა უცნობი ქალი, ბავშვთან დაიხარა, სახეზე ხელი დაუსვა და დაჭრა.

თვითმხილველები ამბობენ, რომ ჭრილობა საკმაოდ ღრმა იყო. პირველადი დახმარება მცირეწლოვანს მიმდებარე აფთიაქში გაუწიეს.

„დავინახეთ როგორ მიუახლოვდა მსუქანი ქალი ბავშვს და სახეზე ხელი ჩამოუსვა... მერე გაიქცა. მამა გაეკიდა, მაგრამ მერე თავი დაანება, ბავშვისკენ მობრუნდა“, - უყვებიან „პრაიმტაიმს“ თვითმხილველები.

„გვეგონა ეფერებოდა“, - აცხადებენ სასოწარკვეთილი მშობლები. მათი თქმით, ეს ქალი მათ არასდროს უნახავთ.

მცირეწლოვანი ამჟამად ჟვანიას სახელობის კლინიკაში იმყოფება. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. დანაშაული 7 დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„პრაიმტაიმი“ შემთხვევის ადგილიდან Live-ს გთავაზობთ.

 

ფოტო: შემთხვევის ადგილი