„ქრონიკას“ ახალი წამყვანი ჰყავს

20:37 08-27-2019
844

„ქრონიკის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი ირაკლი ჩიხლაძე სოციალურ ქსელში ტელეკომპანია „იმედზე“ სიახლეს აანონსებს და ამბობს რომ ხვალიდან „ქრონიკის“ ერთ-ერთი წამყვანი ნატალია ქაჯაია იქნება.

„ახალ სატელევიზიო სეზონამდე პირველი სიახლის დროც დადგა - „ქრონიკა“ ნატა ქაჯაიასთან ერთად! ხვალინდელი დღის მოლოდინში“, - წერს ირაკლი ჩიხლაძე.