იტალიაში მერანოს ღვინის ფესტივალში კახეთიც მონაწილეობს

20:16 08-27-2019
29

იტალიაში დაგეგმილ მერანოს ღვინის ფესტივალზე, წელს კახეთი პირველად მიიღებს მონაწილეობას.

რეგიონის შვიდი ღვინის მარანი ფესტივალზე საუკეთესო ხარისხის პროდუქციას წარადგენს.

8-დან 12 ნოემბრამდე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 950 მეღვინე, კულინარული პროდუქტის 120 მწარმოებელი და მზარეული, ერთმანეთს საკუთარ პროდუქციას გააცნობს.

კახეთის დანიშნულების მართვის ორგანიზაციის ხელმძღვანელის, თინიკო ხანჯალიაშვილის ინფორმაციით, ფესტივალი ყოველწლიურია.

„წელს ამ უნიკალურ ფესტივალზე, კახეთის დებიუტია. ევროპელ მომხმარებლებს შორის, ქართული ღვინისა და ტურისტული შესაძლებლობების პოპულარიზაცია კიდევ ერთხელ მოხდება“, - განაცხადა ხანჯალიაშვილმა „პრაიმტაიმთან“.

ღვინის ფესტივალი იტალიის ქალაქ მერანოში, 1992 წლიდან ტარდება.

 

ავტორი: ხათუნა გულიაშვილი