ჭალადიდთან ავარიისას დაშავებული 2 წლამდე ბიჭი დედასთან და ბიძასთან ერთად ქუთაისის საავადმყოფოში გადაიყვანეს

20:14 08-27-2019
3828

დღეს დილით პატარა ფოთთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულები ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

კლინიკური ცენტრის დირექტორი თამარ ჯანელიძე აცხადებს, რომ პაციენტების მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

„შემოყვანილია სამი პაციენტი – ქალბატონი, მამაკაცი და მცირეწლოვანი ბავშვი. მათი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ქალს მიღებული აქვს თავის ქალის ტრავმა და შედარებით მძიმედაა. მამაკაცსაც აღენიშნება თავის ქალის ტრავმა, თუმცა იოლ ფორმებში. რაც შეეხება, მცირეწლოვანს, მისი მდგომარეობა, შედარებით უკეთესია”, – ამბობს ჯანელიძე.

დაშავებულები ფოთის რეფერალური ჰოსპიტალიდან, ქუთაისში დაახლოებით, 16:00 საათისთვის გადაიყვანეს.

დღეს პატარა ფოთის ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მცირეწლოვანი 4 წლის გოგონა დაიღუპა, სამი ადამიანი კი დაშავდა, მათგან ერთ-ერთი 2 წლამდე ასაკის ბიჭუნაა.

დაშავებულები და-ძმა სოფო და მანუჩარ ლატარიები ხობში ცხოვრობენ. მესამე დაშვებული კი სოფო ლატარიას შვილია. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით.

 

ავტორი: თეა შონია