ასწავლეთ გონებაჩლუნგ საქულა და მაქულა ბანკირ ხაზარაძე-ჯაფარიძეს - შალვა ნათელაშილი

17:43 08-27-2019
5301

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ბრიფინგს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„ვინმემ ასწავლეთ ამ გონებაჩლუნგ საქულა და მაქულა ბანკირ ხაზარაძე-ჯაფარიძეს, რომ თუ არ დაიწყებენ პირდაპირ დარტყმებს ბიძინა ივანიშვილზე, ისინი აუცილებლად მოხვდებიან ციხეში. ნუთუ ერთი პირშიკიც ვერ დაიქირავეს? თუმცა ცეცხლივით ეშინიათ ბიძინასი გასაგებია“, - წერს შალვა ნათელაშვილი.

შეგახსენებთ რომ, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, აღკვეთის ღონისძიების სახით 700-700 ათას ლარიანი გირაო 26 ივლისს შეეფარდათ, რომელიც უკვე გადაიხადეს.