ჩემი ხელწერა არაა მიმოწერის გასაჯაროება - ვინ რა მისწერა ნანუკა ჟორჟოლიანს

16:48 08-27-2019
7355

ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი გუშინდელი დღიდან ოფიციალურად „მთავარი არხის„ თანამშრომელია. ნიკა გვარამიამ მასთან კონტრაქტი უკვე გააფორმა.

დღეს ჟორჟოლიანი სწორედ ამ პოზიციიდან ეხმაურება ის „რუსთავი 2“-დან წასული ჟურნალისტების შესაძლო დაბრუნებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას. როგორც ის „პრაიმტაიმთან“ აცხადებს, ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

„პაატა სალია მატყუარაა, ასი პირობიდან ერთს არ ასრულებს. იტყუება, როცა ამბობს, რომ ჟურნალისტებს უკან დაბრუნება სურთ. მე ვიცი ის ჩემს თანამშრომლებს რა პირობებით ურეკავს და აქაც იტყუება. ჩემი ცხოვრება „რუსთავი 2“-ს აღარ უკავშირდება. ჩემი ხელწერა არაა მიმოწერის გასაჯაროება, თუმცა ეს რომ წაიკითხოთ მიხვდებით, რომ მართლაც მატყუარაა“, - აცხადებს ნანუკა ჟორჟოლიანი.

შეგახსენებთ, რომ გუშინ „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა არხის აღმასრულებელი დირექტორის პოსტზე ირაკლი იმნაიშვილი წარადგინა და განაცხადა, რომ მასთან ამ საკითხზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს. იმავე პრესკონფერენციაზე გაჟღერდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ არხიდან წასული ჟურნალისტების ნაწილმა უკან დაბრუნების სურვილი გამოთქვა.

 

ავტორი: თამარ ბუჩუკური

ავტორი: დარეჯან სულაშვილი