ბანგლადეშში ქალები ქორწინებისას ქალწულობის შესახებ ინფორმაციის აღარ მიუთითებენ

16:33 08-27-2019
126

ბანგლადეშის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ქალებს ქორწინებისას ქალწულობის შესახებ ინფორმაციის მითითება აღარ მოუწევთ. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ქალების უფლებების დამცველი ორგანიზაცია უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას მიესალმებიან. მათი თქმით, გრაფა, რომელიც ქალებს ქორწინებამდე უნდა შეევსოთ შეურაცხმყოფელი იყო.

ამავე გადაწყვეტილების მიხედვით, სარეგისტრაციო ფორმაში დარჩება გრაფა ქვრივი და განქორწინებული. ოჯახური მდგომარეობის შესახებ ბლანკის შევსება კი, მამაკაცებსაც მოუწევთ.