მე ცოცხალი ვარ, მე გადავრჩი, დაილოცოს ღმერთის სახელი - ბათუმელი გოგო ოპერაციის შემდეგ

14:21 08-27-2019
2115

ბათუმელ მაკა მიქელაძეს სასწრაფო ოპერაცია ესაჭიროებოდა. ექიმები საიმედო პროგნოზსს ვერ აკეთებდნენ, ოჯახს კი ფინანსური რესურსი უკვე ამოწურული ჰქონდა, თუმცა, როგორც თავად გოგონა სოციალურ ქსელში წერს, ის გადარჩა და ამისთვის მადლობას აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, თორნიკე რიჟვაძეს უხდის.

კიდევ ერთი სიცოცხლე გადარჩინეს ამ ადამიანებმა. კიდევ ერთი სიცოხლე აჩუქეს ახალგაზდა გოგოს, რომელსაც ეშინოდა დაძინებისაც კი, რადგან შეიძლება ვეღარ გაეხილა თვალები და დარჩენილიყო სიბნელეში. მაგრამ ეს სიბნელე განათდა, სხვადასხვა ფერებმა შემოანათა ჩემს ცხოვრებაში. მე ცოცხალი ვარ, მე გადავრჩი... ღმერთის სახელი დაილოცლს. დიდი მადლობა ბატონ თორნიკე და ატონ მანუჩარს“, - წერს მაკა მიქელაძე სოციალურ ქსელში.