​მოკლეფეხა ტყუილია! - რას ამბობს ჩერგოლეიშვილი კეზარაშვილის მიმართ ახალ ბრალდებაზე

12:12 08-27-2019
265

თამარ ჩერგოლეიშვილი დავით კეზერაშვილის მიმართ სამართლებრივ თემებზე გავრცელებულ ინფორმაციებსა და ეჭვებს არ იზიარებს და მოკლეფეხა ტყუილს უწოდებს.

ებრაული გამოცემის ცნობით, საუბარია ფარულ ფინანსურ გარიგებებსა და ფულის გათეთრების სავარაუდოდ სქემაზე. რომელშიც კეზერაშვილის ბრალეულობა იკვეთება.

მისი თქმით, კეზერაშვილი ყველა სასამართლომ გაამართლა და ის ბრალი, რომელსაც მას უყენებდნენ, აბსურდი იყო:

„ყველაფერი ხდება. დღეს და გუშინ არ მილაპარაკია დათოსთან ამ თემაზე, მაგრამ მე რაც ვიცი, ჩემი ინფორმაციით, ეს გამორიცხულად მიმაჩნია. კეზერაშვილი ევროპაში უკვე ყველა სასამართლომ გაამართლა, ვისთანაც კი საქმე ჰქონია. მე მგონი, ეს თემა უკვე საერთოდ უნდა ამოვიღოთ. გაამართლა რას ნიშნავს ანუ, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის სასამართლოებმა ცალ–ცალკე, ცალკე ინტერპოლმა, ხელისუფლების სამართლებრივ პრეტენზიებსა და ბრალდებებს კეზერაშვილის მიმართ, პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა და ხელისუფლებამ ევროპასა და დამოუკიდებელ სასამართლოში ყველა საქმე წააგო. ამიტომ, კეზერაშვილის სამართლებრივ თემაზე საუბარი, ყურით მოთრეული მგონია. მას რომ იარაღით ვაჭრობასთან რაიმე საქმე ჰქონდეს, ძალიან მოკლეფეხა ტყუილია.

რეალურად იცით, რაში იყო საქმე? ისრაელმა დააკავა ადამიანი, რომელიც თავის დროზე, თავდაცვის სფეროში იყო და მერე პოლიტიკური ამბიციები გაუჩნდა. პოლიტიკაში როცა შემოაბიჯა, მაშინ მისი მისამართით სამართლებრივი კითხვები გაჩნდა იმის გამო, რომ საქართველოსთან მას თავდაცვის სფეროში ჰქონდა ურთიერთობა, ამ ამბავში კი კეზერაშვილის გვარიც გაჩნდა, მაგრამ კეზერაშვილის ნაწილში ის კაცი მთლიანად გამართლდა. ქრთამზე ედავებოდნენ, რომ თითქოს, დავით კეზერაშვილს მან ქრთამი გადაუხადა და როგორც ვთქვი, ამ ნაწილში მთლიანად გამართლდა. კეზერაშვილის თემა იქ მთლიანად ჩახურულია. ახლა იმ კაცის მიმართ გამოციება აბსოლუტურად სხვა თემით გრძელდება. მან თითქოს ამ გარიგებიდან მიღებული რაღაც გადასახადები დამალა ისრაელში. კეზერაშვილმა ეს საქმე იქაც მოიგო და აქაც, ამ მთავრობასთან. დიდი უსინდისობაა, მას ეს დააბრალო, შავი პიარის მორიგი აგორებაა.

მესმის, რომ ამის შესახებ ყვითელი გამოცემები წერენ, მაგრამ პარლამენტის წევრები რომ გამოდიან და მოკლეფეხა ტყუილებს იძახიან, სირცხვილია, თავმოყვარეობას უნდა ეხებოდეს, მაგრამ „რავი“, ვოლსკის თავმოყვარეობის რა გითხრათ“.

ავტორი: თამთა დადეშელი