ნახეთ ლელას ემოციები, როდესაც ბულვარში კოკერსპანიელის ლეკვი დაინახა

11:45 08-27-2019
3255

ლელა წურწუმიამ ბათუმში კლიპის გადაღება დაასრულა. ზღვის სანაპიროზე მოსეირნე დივას დამსვენებლები ხშირად ხედავენ. 

გუშინ საღამოს, 16 წლის ბათუმელი თინეიჯერი, ქრისტინე ხაბეიშვილი, ახალ ბულვარში, თავის ინგლისურ კოკერსპანიელის ლეკვს ასეირნებდა, როდესაც მასთან ლელა მისულა და ლეკვზე მოფერების ნებართვა აუღია.

„მოულოდნელად მოვიდა ქალბატონი და მთხოვა, რა საყვარელია, თუ შეიძლება ლეკვს მოვეფერებიო. ჩემი სიმბა გამვლელების ყურადღებით განებივრებულია. ამიტომ არ გამკვირვებია ეს თხოვნა. რომ ავიხედე, ხელში ლელა წურწუმია შემრჩა! ეს ისეთი მოულოდნელი შეხვედრა იყო... ძალიან უბრალოდ გამოიყურებოდა, ჩვეულებრივ სეირნობდა, ვერც იფიქრებდით, რომ შოუბიზნესის ვარსკვლავია“ – „პრაიმტაიმს“ ემოციებს უზიარებს ქრისტინე.

მომღერალმა ლეკვი ხელში აიყვანა, ბევრი ეფერა, ეხუტებოდა და მეგობარი ფოტოებს უღებდა. მოგვიანებით ლელასთან სამახსოვრო ფოტოს გადაღება „პოპულარული“ სიმბას პატრონმაც ითხოვა.

ქრისტინე ხაბეიშვილი: - ძალიან თბილი ქალია, დადებითი აურა წამოვიდა მისგან. ყველას უღიმოდა. მედიდურობა არ ჰქონია... სიმბას ბევრი ეფერა, სახესთან ჰყავდა მიხუტებული. იმაზე ლამაზი და საყვარელი აღმოჩნდა, ვიდრე ეკრანზეა. 

მოგვიანებით დივამ თავისი „ინსტაგრამის“ გვერდზე სიმბასთან ერთად გადაღებული ორი ფოტო განათავსა. „ლაიქების“ რაოდენობით თუ ვიმსჯელებთ, ფოტოებმა დიდი მოწონება დაიმსახურა. ქრისტინე სიმბას „გაფეისებით“ ბედნიერია. 

„დილით ვიღვიძებ და „ინსტაგრამზე“ ვხედავ ლელას და სიმბას ფოტოებს. ნამდვილად არ ველოდი. ის, რაც გუშინ საღამოს ჩემს ლეკვს თავს დაატყდა - დიდი ფურორია. სიმბამ დილით ვარსკვლავად გაიღვიძა“ - ხუმრობს ქრისტინე. 

 

ავტორი: თამარ გონგაძე