ვინ ემუქრება ფიზიკური ანგარიშსწორებით ირაკლი კაკაბაძეს

11:20 08-27-2019
339
მწერალ ირაკლი კაკაბაძეს ფიზიკური ანგარიშსწორებით ემუქრებიან. ამის შესახებ განცხადებას „საქართველოს პენცენტრი“ ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ მწერალს მიხეილ სააკაშვილის და „ნაციონალური მოძრაობის“ აქტიური მხარდამჭერი ფარნაოზ ჭკადუა ემუქრება. 
 
„საქართველოს პენცენტრის წევრზე, მწერალ ირაკლი კაკაბაძეზე ინტერნეტით  განხორციელდა ფიზიკური ძალადობის შემცველი მუქარა ფარნაოზ ჭკადუას და მისი თანამზრახველების მხრიდან, რაც უკავშირდება ი. კაკაბაძის პროფესიულ საქმიანობას.  ამ ინციდენტთან დაკავშირებით საქმეს იძიებს საქართველოს პროკურატურა. 
 
საქართველოს პენცენტრი სასტიკად გმობს ირაკლი კაკაბაძის წინაამღდეგ განხორციელებულ  ძალადობრივ მუქარას და იმედოვნებს, რომ სამართალდამცავი  ორგანოები ჯეროვნად გამოიძიებენ ინციდენტს, რასაც მიეცემა შესაბამისი  სამართლებრივი შეფასება“, - ნათქვამია პენცენტრის განცხადებაში.