იტალიელმა ასტრონავტმა ამაზონის ტყეში ხანძრის ფოტო კოსმოსიდან გადაიღო (ფოტოები)

10:49 08-27-2019
304

იტალიელმა ასტრონავტმა, ლუკა პარმიტანომ ამაზონის ტყეში ხანძრის ფოტო კოსმოსიდან გადაიღო. მან სურათი საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან გაავრცელა.

„ათასობით კილომეტრზე გავრცელებული კვამლი, რომელიც ადამიანების საქმიანობის გამო ამაზონის ტყეებში გაჩენილმა ათობით ხანძარმა გამოიწვია“, – დაწერა იტალიელმა ასტრონავტმა სოციალურ ქსელში. 

უკვე 21-ე დღეა რაც ამაზონის ტყეში ხანძარია. მას ასეულობით მეხანძრე და სპეციალური ტექნიკა ებრძვის, თუმცა ამ დრომდე ცეცხლს ვერ აქრობენ.