შსს-მ ვაკეში ქურდობის ოთხ ფაქტზე სამი არასრულწლოვანი დააკავა

10:23 08-27-2019
60

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პირველი განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ -საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქურდობის ფაქტზე სამი არასრულწლოვანი - 2002 წელს დაბადებული .., 2001 წელს დაბადებული .. და 2004 წელს დაბადებული .. დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულებმა თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე ,,ჯი პი სი- აფთიაქი, კეკელიძის ქუჩაზე მდებარე კვების ობიექტი ,,ბავარიული გრილი, ამავე ქუჩაზე მდებარე ტურისტული კომპანია ,,time 2 travel''-ის ოფისი და ნაფარეულის ქუჩაზე მდგარიბე-ემ-ვე“- მარკის ავტომანქანა გაქურდეს, საიდანაც სხვადასხვა დასახელების ნივთები მოიპარეს.

სამართალდამცველებმა ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177- მუხლის მე-2 ნაწილის ,, და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,, და ,, ქვეპუნქტებით.“-ნათქვამი უწყების განცხადებაში.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.